მსოფლიოს ჩემპიონატი. II დღე: აზიელებმა ქართველები არ გაატარეს

AutoSharing Option
26 აგვისტოს იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი ქართველი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი გამოდგა.

ბაგრატ ნინიაშვილი (66) მესამე წრეში მონღოლ ბასკჰუ იონდონპერენლეისთან დამარცხდა. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო დამატებით დროში მონღოლმა ქართველს სამი გაფრთხილება მიაღებინა და გამარჯვება მოიპოვა.

ამავე წონაში ვაჟა მარგველაშვილმა ასევე მესამე წრეში სამხრეთკორეელ ლიმვან კიმთან იპონით წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

ქალებში ჩვენი ერთადერთი წარმომადგენელი ტეტიანა ლევიცკი-შუკვანი (52) მეორე წრეში ვიეტნამელ თიუ ნგიენთან ვაზარით დამარცხდა.

ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ლუხუმ ჩხვიმიანმა (60) ოქროს მედალი მოიპოვა.

27 აგვისტოს ტურნირზე ოლიმპიური ჩემპიონი
ლაშა შავდათუაშვილი
(73) იასპარეზებს. შეხვედრები დილის 05:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური - 14:00 საათიდან. შეხვედრების ხილვა "სილკ უნივერსალზე" შეგიძლიათ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნინიაშვილის მეტოქემ,წინა ბრძოლაში 5,41 წუთი იჭიდავა დამატებით დროში,მაგრამ ნინიაშვილი მაინც მასზე ადრე დაიღალა და სამივე გაფრთხილება დამატებითში მიიღო,თანაც დამსახურებულად.ფეხზე ვეღარ იდგა.ძირითადში კი მონღოლს ორი გაფრთხილება ჰქონდა და თითქოს განწირული უმდა ყოფილიყო.მარგველამ,როგორც ხშირად მოსვლია,აქაც გაუფრთხილებლობით და ძალიან მარტივად წააგო,ტატიანა შუკვანს კი,ბრძოლის ილაჯი არ ეტყობოდა.თუ ლუხუმ ჩხვიმიანი ახერხებს საქართველოს პირობებში ფიზიკურად კარგად მომზადებას,ალბათ არც სხვებისათვის უნდა იყოს ეს შეუძლებელი.მთავარი მონდომება და დისციპლინაა.წარმატებები ჩვენ ბიჭებს მომდევნო დღეებში.იაპონიაში გამარჯვება შესაძლებელი რომაა,ეს ლუხუმმა უკვე დაამტკიცა და შედგა კიდეც ლაშარის გორზე.ასე რომ მიდით ბიჭებო,ყველაფერი თქვენ ხელშია.
სოსო
10:48 26-08-2019
1
მაგარი იმედი მქონდა და გული დამწყვიტეს.
zviadi
13:05 26-08-2019
0

სიახლეები პოპულარული