თუშიშვილის ჩავარდნა - ქართველი ძიუდოისტი მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
31 აგვისტოს ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი (+100) ტოკიოში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის სამწუხაროდ უმედლოდ დარჩა.

თუშიშვილი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჰოლანდიელ როი მეიერს დაუპირისპირდა და ვაზარით დამარცხდა, არადა აქამდე მას 3-ჯერ შეხვდა და ერთხელაც არ წაუგია. თუშიშვილი ამ ტურნირს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში შეხვდა, თუმცა შეჯიბრება უმედლოდ დაასრულა.


აქამდე თუშიშვილი ნახევარფინალში იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას შეხვდა და ყველასთვის მოულოდნელად იპონით დამარცხდა, არადა ქართველი სპორტსმენი ოქროს მოპოვების ფავორიტად ითვლებოდა.

მეოთხედფინალში ქართველმა
ძიუდოისტმა ჰოლანდიელი სპორტსმენი ჰენკ გროლი ეფექტურად დააგდო და იპონით დაამარცხა.

პირველ წრეში თუშიშვილი ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ინდოელი შუბამ კუმარი ადვილად შესანიშნავი ილეთით დააიპონა.


მესამე წრეში კი ტაჯიკელი თემურ რახიმოვი ასევე იპონით დაამარცა. თუშიშვილმა ის ზურგზე დააგდო და წამოდგომის საშუალება არ მისცა.

ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე საერთო ჯამში 2 მედალი მოიპოვეს - 1 ოქრო და 1 ბრინჯაო, რაც წინა მსოფლიოსთან შედარებით უარესი შედეგია. ბაქოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველომ 3 მედალი მოიპოვა - 1 ოქრო, 1 ვერცლი და 1 ბრინჯაო.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედლის მფლობელი ტოკიოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ლუხუმ ჩხვიმიანი (60) გახდა, ხოლო ბრინჯაო ლუკა მაისურაძემ (81) მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 29 /
ძიუდოისტია ორასი, მედალი არ არის. ვერ ჩამეიტანეს :)
1
ჩემს წინა კომენტარს მხოლოდ იმას დავამატებდი, რომ ჩეხმა სამართლიანად გაიმარჯვა იაპონელთან. ჭიდაობა 10 წუთამდე გაგრძელდა და იაპონელმა 3 გაფრთხილებით წააგო. ჩეხმა აქტიურობით აჯობა. ასე, რომ, ქართველებს კარგი ანდაზა უნდა გამოვიყენოთ შემდგომში: "ხერხი ჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსაო" და ეს დალოცვილი ქართული ჭიდაობა, მდიდარია ამ ხერხებით, რაც ბლომად გადაიღეს იაპონელებმა და კარგად დაამუშავეს და ჩვენც გამოვიყენოთ ჩვენი ხერხები ხანდახან. მიდით ბიჭებო, თავს შეუძახეთ, დისციპლინა დაამყარეთ გუნდში და დაიქუხეთ ოლიმპიადაზე. ფრანგებმა 3 ოქრო აიღეს და სამივე ქალებში, თან ფერადკანიანებ ქალებში, რომელთაც მონდომება და ჟინი გაათკეცებული აქვთ, რომ რამეს მიაღწიონ და აღწევენ კიდეც. ჩვენ კი სისხლში გვაქვს ჭიდაობა არ უნდა გავახაროთ მეტოქე. მთელი ჩემპიონატის განმავლობაში იხსენებდენ ფრანგი წამყვანები, თუ როგორ დააგდო რინერი იდაყვზე თუშმა, ეშინიათ თუშის, სხვას, მის მომრევს ვერ ხედავენ ოლიმპოადაზე. მერე რა რომ ფიზიკურად დიდია და ძლიერი. გოლიათიც ძლიერი იყო დავითზე და დავითმა ხერხით აჯობა.
არჩილ
02:51 01-09-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული