31 აგვისტოს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი უმედლოდ დარჩა.
ქართველი ფალავანი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ჰარასავასთან დამარცხდა, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი როი მეიერს ვერ სძლია.
მეიერთან დაპირისპირების დროს, როდესაც შეხვედრის დასრულებამდე წამები იყო დარჩენილი, თუშიშვილმა მეტოქეს შესაძლოა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ ფეხი უცნაურად დააყოლა. გთავაზობთ ვიდეოს.
ქართველი ფალავნის ქმედება ადგილობრივმა გულშემატკივრებმა გააკრიტიკეს.
თუმცა ამ ამბავს კიდევ ერთი გაგრძელება მოჰყვა, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა სოციალურ ქსელში გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა. ამ პერიოდში შეიქმნა გვერდი HarutoHaruto789-ის სახელით, რომელმაც
"ჩვენ ყველამ ვნახეთ საშინელი ფაქტი, როცა მსოფლიო ჩემპიონმა თუშიშვილმა მეტოქეს დედა შეაგინა. ამისათვის სასჯელი არსებობს. რას უპასუხებს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია? ამ ფაქტს დამალავთ თუ შეისწავლით?"
მარიუს ვიზერი: "ჩვენ გადავცემთ საქმეს ძიუდოს ეთიკის კომისიას და ისინი იხელმძღვანელებენ ძიუდოს ეთიკის წესებით".
პასუხის შემდეგ კითხვის ავტორის გვერდი სოციალურ ქსელში აღარ იძებნებოდა. რაც შეეხება დისკვალიფიკაციას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამის გამო თუშიშვილმა ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზოს, თუმცა შეიძლება მას რამდენიმეთვიანი სასჯელი არ ასცდეს. ყველაფერს ძიუდოს ეთიკის კომისია გადაწყვეტს.
მთლიანი შეხვედრის ვიდეო
[შეჯამება] დაცალკევებული ნაკრები, ოქროს ტურისტი და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოს სამშობლოში
თუშიშვილის ჩავარდნა - ქართველი ძიუდოისტი მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა [VIDEO]
ზოგადად ეს მაფიოზა ფედერაციები რასაც უნდათ იმას გვიკეთებენ და ბევრჯერ უსამართლოდ გვჩაგრავენ. ჩვენი კორუმპირებული ჩინოვნიკები კი იმის შიშით, ის გროშები არ დავკარგოთო, რასაც საერთაშორისო ფედერაციები გადმოუგდებენ ხანდახან, ხმას არ იღებენ და უთავმოყვარეოდ აქვთ თავი დახრილი. თფუი, რა საცოდავ ქვეყანაში ვცხოვრობთ.