ჭიდაობა

ძიუდო

ევროპის ჩემპიონატი. I დღე: ორი ქართველი ძიუდოისტი ფინალში გავიდა!

AutoSharing Option
12 სექტემბერს ფინეთში ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, სადაც ორი ქართველი სპორტსმენი ფინალში გავიდა.

გიორგი თუთაშვილი (66) ნახევარფინალში აზერბაიჯანელ იბრაჰიმ ალიევს შეხვდა და სამი გაფრთხილებით დამატებით დროში დაამარცხა. ფინალში თუთაშვილი მოლდოველ ადილ ოსმანოვს შეხვდება.

ეთერ ლიპარტელიანი (57) ნახევარფინალში გერმანელ სეიჟა ბალჰაუსს დაუპირისპირდა და იპონით მოიგო, ხოლო ფინალში იტალიელ სილვია პელიტერის შეხვდება.

ფინალური ბლოკი 17:30 საათიდან დაიწყება.

ლუკა კაპანაძემ (66) პორტუგალიელი ბრუნო ბაროსის დამარცხების შემდეგ მოლდოველ ადილ ოსმანოვთან სამი გაფრთხილებით წააგო.

ნატალია ყიფშიძე (48) პირველივე შეხვედრაში რუს ალინა სერგეევასთან იპონით
დამარცხდა.
ასევე დაგაინტერესებთ