14 სექტემბერს ფინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალში გავიდა, ხოლო ორიც ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.
90 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური ფინალში უნგრელ როლანდ გოზს შეხვდება. მიხელ ბექაური კი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში რუსს მანსურ ლორსანოვს დაუპირისპირდება.
100 კგ. წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე ფინალში უკრაინელ იევჰენ ვეჰერას შეხვდება.
+100 კგ. წონით კატეგორიის ფინალში გელა ზაალიშვილი იასპარეზებს, ხოლო ბრინჯაოსთვის შეხვედრაში საბა ინანეიშვილი უნგრელ რიჩარდ სიპოცს შეხვდება.
სალომე მაყიშვილი (+78) პირველივე შეხვედრაში უკრაინელ რუსლანა ვულავინასთან იპონით დამარცხდა. სოფიო სომხიშვილმაც (+78) პირველივე შეხვედრაში
უკრაინელ კრისტინა ჰომანთან ასევე იპონით წააგო.
ფინალური ბლოკი 17:30 საათიდან დაიწყება.