ევროპის ჩემპიონატი. III დღე: ტრიუმფი - კიდევ 3 ოქრო, 1 ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფინეთში ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ბექაური, ილია სულამინაძე და გელა ზაალიშვილი ოქროს მედლებს დაეუფლნენ, ხოლო მიხეილ ბექაური ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ლაშა ბექაურმა (90 კგ) უნგრელ როლანდ გოზს იპონით სძლია.

ილია სულამანიძემ (100 კგ) უკრაინელი ევგენი ვეჰერა იპონით დაამარცხა.

გელა ზაალიშვილმა (+100 კგ) გერმანიის სახელით მოასპარეზე ერიკ აბრამოვს მოუგო.

მიხეილ ბექაურმა (90 კგ) რუსი მანსურ ლორსანოვი დაამარცხა.

სამწუხაროდ, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში საბა ინანეიშვილი (+100 კგ) უნგრელ რიჩარდ სიპოცთან დამარცხდა.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ტურნირზე 6 ოქროს, 1 ვერცხლის და 2
ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
იაპონია 2020 მედლების ასეთივე ხარისხით და რაოდენობით მოგაგებინოთ ლომებო!!
gogia
15 სექტემბერი 2019 10:29
0
ეს ნაკრები მოამზადეთ ოლიმპიადისთვის. თუშიშვილი დაემატება და შედეგიც იქნება.
ზაზა
15 სექტემბერი 2019 08:52
3
ფინეთში გამართულ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი,თითქმის რომ გადაიქცა საქართველოს ჩემპიონატში.)
+
15 სექტემბერი 2019 04:06
0
გენაცვალეთ, ლომებოოოო!!!!!!!!!!!!!!!
მიშა
14 სექტემბერი 2019 20:20
0
გილოცავთ ბიჭებო, ყოჩაღ ლაშა კარგი და საიმედო ნაკრებია ხვალინდელი დღისათვის. გილოცავთ გილოცავთ, გილოცავთ.
ჯ ი ჯ ი
14 სექტემბერი 2019 19:48
0
გილოცავთ ბიჭებო, ყოჩაღ ლაშა კარგი და საიმედო ნაკრებია ხვალინდელი დღისათვის. გილოცავთ გილოცავთ, გილოცავთ.
ჯ ი ჯ ი
14 სექტემბერი 2019 19:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული