ცინდაოს მასტერსი: ქართული ფინალი, ესპანეთის მონაწილეობით

AutoSharing Option
14 დეკემბერს საქართველო 2 ძიუდოისტი ცინდაოს მასტერზე მედლებისთვის იჭიდავებს.

ჩინეთში მიმდინარე ტურნირის მესამე დღეს ლაშა ბექაური (90კგ) ფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველ ძიუდოისტს ნიკოლოზ შერაზადაშვილს შეხვდება.

ბექა ღვინიაშვილი (90) და გიორგი პაპუნაშვილი (90) პირველივე შეხვერდრებში დამარცხდნენ.

100 კგ. წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში რუს არმან ადამიანს დაუპირისპირდება.

+100-ში გელა ზაალიშვილი და ლევან მატიაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდნენ.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 13.00 საათიდან დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
სწორედ საქართველოს პირველობაზე არ უნდა გადაიღალოს და ახალგაზრდების ჩემპიონატებით, ანუ ისეთი ტურნირებით, რომლებიც ქულებს არ იძლევა.
ჟორა გაბრიჭიძე
04 იანვარი 2020 17:44
0
ადრე ვწერდი, რომ ლაშა ბექაური ტოკიოში მეორე შავდათუაშვილი იქნება ქართული დელეგაციისათვის, ამიტომ მის ოლიმპიადაზე წასვლას აქედანვე უნდა შეეჩვიოთ ვიღაც-ვიღაცები. ერთი კი მინდა ვურჩიო ლაშასაც და მწვრთნელებსაც: ნუ გამოეკიდებით შედეგებს და ოლიმპიადამდე ნუ გადაღლით ბიჭს. ნუ დამართებთ მასაც ისეთს, რაც ღვინიაშვილს დამართეთ.
ჟორა გაბრიჭიძე
14 დეკემბერი 2019 13:52
1
სრულიად გეთანხმები, ღვინიაშვილი ოლიმპიადისთვის გადაწვეს და ფორმა ვეღარ დაიბრუნა.... მაგრამ ტურნირების გარეშეც არ გამოვა, ლიცენზია ასაღებია და თან 28-29 დეკემბერს საქართველოს ჩემპიონატია, რომელიც ბევრ რამეს გადაწყვეტს...
kosta
15 დეკემბერი 2019 12:41
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული