გრიგალაშვილმა დიუსელდორფის გრანდ სლემის ფინალში რუს ოლიმპიურ ჩემპიონს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დიუსელდორფში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე 81 წონით კატეგორიაში ოქროს მედალი 20 წლის ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.

გრიგალაშვილმა ფინალში ოლიმპიური ჩემპიონი, რუსეთის წარმომადგენელი ხასან ხალმურზაევი დაამარცხა.

ტატომ გადამწყვეტ ბრძოლამდე იაპონელ ტაკანორი ნაგასეს, იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს, გერმანელ ალექსანდერ ვაიჩერჩაკს, ფრანგ უმარ ჯალოს და ყირგიზ ვლადიმირ ზოლოევს სძლია.

გუშინ ტურნირზე ვერცხლის მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ძაან დამაჯერებელი იყო ეს ახალგაზრდა კაცი ყველა ორთაბრძოლაში, ფინალამდე ორ მსოფლიო ჩემპიონს მოუგო! გენაცვალე გულში ჩვენი გახარებისთვის!
სანდრო
22 თებერვალი 2020 23:47
0
თუ თავს გადადებს და ფიზიკურად ოლიმპიადისათვის მაგრად მოემზადება -ეს ბიჭი ო ქ რ ო ს დადებს- თვითდაჯერება და ტექნიკა ძალიან კარგი აქვს ... და საერთოდ ძიუდოს ბიჭებმა ფ ი ზ ი კ ა ს მაგრად უნდა მოუმატონ და 3-4 ოქროს დადება შეიძლება...
გლახუნა
22 თებერვალი 2020 23:34
1
დაგლიჯა ამ ბიჭმა. ფინალამდე ორ მსოფლიო ჩემპიონს მოუგო! გენაცვლე გულში ჩვენი გახარებისთვის!

სანდრექსა
სანდრო
22 თებერვალი 2020 23:16
0
მსოფლიო,ევროპის და ოლიმპიური ჩემპიონები აბზრიალა ციბრუტივით!!!!
ალექს
22 თებერვალი 2020 23:12
0
გაიხარე, მაგარი კაცი ხარ
კობა74
22 თებერვალი 2020 23:02
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული