შავდათუაშვილმა პირველ წრეში გერმანელ ზინგსს სძლია, შემდეგ პორტუგალიელ ფერნანდოს, მეოთხედფინალში კი ძალიან ძლიერი აზერბაიჯანელი ორუჯევი დაამარცხა და ნახევარფინალში იტალიელი ბასილეს წინაშე წარსდგა, რომელსაც ერთ წუთში გამოუყვანა წირვა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე მოლდოველი ვიქტორ სტერპუ იქნება.
გრიგალაშვილმა ჯერ იტალიელი პარლატი დაჯაბნა, შემდეგ კი ბერძენი დემორციდისიც მიაყოლა, ხოლო მაისურაძემ შესაბამისად, მოლდოველ
ზაბოროსციუს და უკრაინელ ბუბორს უშანსოდ მოუგო და მეოთხედფინალში ქართველებს მოუხდათ ერთმანეთთან დაჭიდება. დაძაბულ ორთაბრძოლაში ვაზარით გამარჯვება გრიგალაშვილს დარჩა, რომელმაც შემდეგ ნახევარფინალში მეტად ძლიერი ბელგიელი კასე ასევე ვაზარით დაჯაბნა, ხოლო მაისურაძემ რეპეშაჟში აზერბაიჯანელ ფატიევს მოუგო და ბრინჯაოს მედალს ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს შეეცილება. გრიგალაშვილის მეტოქე ფინალში კი ძალიან ძლიერი ბულგარელი ივაილო ივანოვი გახლავთ.