გრიგალაშვილის ოქრო, შავდათუაშვილის ვერცხლი და მაისურაძის ბრინჯაო ევროპირველობაზე [VIDEO]

AutoSharing Option
20 წლის ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა, ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის, ხოლო ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

პრაღაში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე დღეს 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფინალში პირველად ლაშა შავდათუაშვილმა იჭიდავა მოლდოველი ვიქტორ სტერპუს წინააღმდეგ, სამწუხაროდ, დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

81 კგ-მდე მესამე ადგილისათვის ლუკა მაისურაძის მეტოქე ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტი გახლდათ, რომელსაც ლუკამ სუფთად მოუგო და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ამ წონაში ფინალი ტატო გრიგალაშვილსა და ბულგარელ ივაილო ივანოვს შორის გაიმართა. ახალგაზრდა ქართველმა ფალავანმა გამოცდილ
ბულგარელს 45 წამში მოუთავა საქმე - ორი ვაზარი და სუფთა გამარჯვება!

მკითხველის კომენტარები / 12 /
ქართული ფინალი იქნებოდა კენჭისყრაში რომ გაგვმართლებოდა.რა ნიჭიერები არიან თან ფიზიკურათაც რომ ლამაზები.შავდათუაშვილი ორუჯოვის დამარცხების შემდეგ არ მეგონა თუ ვინმესთან წააგებდა.მოკლედ მადლობა ქართველ ვაჟკაცებს ჩვენი გახარებისათვის
ღმერთს ებარებოდეთ
21 ნოემბერი 2020 10:56
0
ორუჯოვთანაც დაახლოებით იგივე სიტუაციაში დათმო, ვაზარი.თუმცა იქ უფრო სიმაღლე არ ეყო და ორუჯოვი,ტატამს მთლიანად ვერ ააცილა.არა უშავს რა,ამხელა პაუზის შემდეგ ჭიდაობა,მაინც ატყობინებს.თანაც ეს ევროპის ჩემპიონატია და მეორე ადგილი,ცუდი ნამდვილად არაა.მანაც,ლუკამაც და ტატომაც,ძალიან მაგრად იჭიდავეს და სამივეს ვულოცავ.წინა დღეს,ჩხვიმიანიც და ლიპარტელიანიც,ჩემი აზრით,მსაჯებმა დაწვეს.
სოსო
21 ნოემბერი 2020 11:45
0
თქვენ გაიხარეთ,ლომებო,ვეფხვებო,ჯიგრებო,გენაცვალეთ.
გოჩა
21 ნოემბერი 2020 10:51
0
გილოცავთ ბიჭებო და გმადლობთ, საქართველოს გახარებისათვის!!! იმედია, დღესაც გავიხარებთ...
tngh
21 ნოემბერი 2020 10:36
0
ლომებო გენაცვალეთ
გელა
21 ნოემბერი 2020 08:34
0
გენაცვალეთ ბიჭებო
geo
21 ნოემბერი 2020 00:46
0
ძალიან სტაბილურია, ბუნებით ლიდერი, ფიზიკურად მოუმატოს და ოლიმპიური ჩემპიონია, თან არაერთგზის...
გლახუნა
21 ნოემბერი 2020 00:11
0
ასე გლახუნა!!! შევც გაიხარე პოზიტივით საქართველოსთან ერთად...
tngh
21 ნოემბერი 2020 10:39
0
გაიხარეთ, ჩვენო ლომებო!
ტატო არსენას მაგონებს... )
ILIA
20 ნოემბერი 2020 23:30
0
გაიხარეთ ბიჭებო
kaxa
20 ნოემბერი 2020 23:25
0
ასე რამ შეგვაძულა ჭიდაობა ქართველებს? ფეხბურთსა და ფეხბურთელებზე გაივსებოდა საიტი გამოხმაურებებით. აქ კი ვუყურებ და ყველა დუმს. ნუთუ "მძიმეონოსანი" ვაი-ფეხბურთელი გრიგალავა გირჩევნიათ გრიგალაშვილს ტატოსა, ნამდვილ გრიგალს, ნამდვილ ქართველს, ულამაზეს ვაჟკაცს, საქართველოს ჰიმნს რომ აჟღერებინებს და საქართველოს დროშას აფრიალებინებს ევროპელებს პრაჰაში. ახია, ახია ჩვენზე, ვინ დავაფასოთ არ ვიცით.
ზურაბი
20 ნოემბერი 2020 23:04
0
კარგი იყო, გილოცავთ ბიჭებო!
გოგა
20 ნოემბერი 2020 21:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული