ყაზანის გრანდ სლემზე ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
ჩხვიმიანმა ფინალში დამატებით დროში რუსეთის წარმომადგენელი რობერტ მშვიდობაძე დაამარცხა, რომელთანაც წინა ოთხივე შეხვედრა წაგებული ჰქონდა და ოქროს მედალს დაეუფლა.
გადამწყვეტ ბრძოლამდე ლუხუმმა კამერუნელ ბერნადინ ტსალა ტსალას, პორტუგალიელ როდრიგო კოშტა ლოპეშს, ჩეხ დავიდ პულკრაბეკსა და რუს რამაზან აბდულაევს სძლია.
66 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოსთვის ბრძოლა ბაგრატ ნინიაშვილმა ყაზახ იესეტ კუანოვთან წააგო და სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა.