შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და უნიკალური შედეგი დააფიქსირა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუდაპეშტში, ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე, მესამე საშეჯიბრო დღეს, ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ფინალში შვედ ევროპის ჩემპიონს, ტომი მაციასს სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.

შავდათუაშვილმა გადამწყვეტ ბრძოლამდე პერუელი ალფონსო ვონგსი, ბრაზილიელი ედუარდო ბარბოსა, ებრაელი იეჰონათან ელბაზი, უნგრელი მიკლოშ უნგვარი და თურქი ბილალ ჩილოღლუ დაამარცხა.

შავდათუაშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც ოლიმპიადა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები მოიგო.

ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ასპარეზობას ადრევე გამოეთიშნენ და მედლების გარეშე დარჩნენ.

ხვალ ბუდაპეშტის ტატამზე ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე (ორივე 81 კგ)
გავლენ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
დიდებულია! ბრავო ლაშას! დამასახურებული გამარჯვებაა. წარმატებები ოლიმპიადაზც.
ვახო
08 ივნისი 2021 20:57
0
ღმერთმა გაგახაროს ლაშა ჩვენი გახარებისთვის
დავით
08 ივნისი 2021 20:53
0
პირველ რიგში ლაშას და შემდეგ სრულიად საქართველოს ვულოცავ! ნამდვილად ისტორიული შედეგია! ლაშა ლამის ყველამ ჩამოწერა,მაგრამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი კლასი. ტაქტიკურად იჭიდავა ბრწყინვალედ,უბრალოდ უნაკლოდ და უშეცდომოდ,ხოლო მისი ფიზიკური მომზადება მართლა გასაოცარია. 4 შეხვედრა დამატებითში მოიგო,ერთერთი კი უნგვართან 12წუთი გაგრძელდა თითქმის!! დღეს იღბალიც მის მხარეზე იყო რადგან ბადე დაუჯდა გადასარევი,თუმცა ეს რათქმაუნდა გრამითაც არ აკნინებს მის გამარჯვებას. მე ვფიქრობ კიდევ ერთი ოლიმპიური ციკლი შეუძლია მას რომ მაღალ დონეზე იჭიდაოს. კიდევ უფრო დიდი წარმატებები ლაშას! იმედია ის ჩვენი ერთადერთი ჩემპიონი არ იქნება ამ მსოფლიოზე!
ალექს
08 ივნისი 2021 20:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული