შავდათუაშვილი ფინალში, მოულოდნელი მეტოქით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღეს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (-73) ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე შვედი ევროპის ჩემპიონი ტომი მაციასი იქნება.

შავდათუაშვილმა პირველ შეხვედრაში პერუელ ალფონსო ვინგს სძლია, შემდეგ კი ბრაზილიელ უდუარდო ბარბოსასა და ებრაელ ელბაზს მოუგო.

მეოთხედფინალში ლაშამ მძიმე ორთაბრძოლა გადაიტანა. შეხვედრის არბიტრებიც საეჭვო გადაწყვეტილებებს იღებდნენ, მაგრამ ოლიმპიურმა ჩემპიონმა გამოცდილი მიკლაშ უნგვარი მაინც დაამარცხა.

ნახევარფინალში შავდათუაშვილის მეტოქე ნაკლებად ცნობილი თურქი ბილალ ჩილოღლუ იყო, რომელიც დაამარცხა და თითქოს, ფინალში იაპონელ ჰაშიმოტოს უნდა დაპირისპირებოდა, მაგრამ ეს უკანასკნელი
მაციასთან დამატებით დროში დამარცხდა.

ნუგზარ ტატალაშვილი (-73) და ეთერ ლიპარტელიანი (-57) ასპარეზობას ადრევე გამოეთიშნენ და ფინალურ ბლოკში ვერ იასპარეზებენ.


altგრიგალაშვილის ოქრო, შავდათუაშვილის ვერცხლი და მაისურაძის ბრინჯაო ევროპირველობაზე [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 4 /
ბადეში ყველაფერი იდეალურად დაუჯდა ლაშას,ანუ იღბალიც მისკენაა დღეს. ფიზიკურად საოცრად არის მომზადებული. ფინალში შვედს ვერც ინატრებდა,რომელიც 4ჯერ ყავს დამარცხებული 5 შეხვედრიდან.. ოქრო!
ალექს
19:37 08-06-2021
0
ბოლომდე ყურადღებით და ფრთხილად, ლაშა!!! წარმატებას გისურვებ ფინალში... იმედია, გაახარებ საქართველოს...
tngh
18:56 08-06-2021
0

სიახლეები პოპულარული