ლაშა შავდათუაშვილი: მიყვარს ძიუდო, მიყვარს კვარცხლბეკზე დგომა

AutoSharing Option
ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ ლაშა შავდათუაშვილმა კომენტარი გააკეთა:

"მინდა ეს დიდი გამარჯვება მოგილოცოთ. თქვენთან ერთად ბედნიერი ვარ. ძიუდოს ჩემთვის ძალიან დადებითი ემოციები მოაქვს და აქედან გამომდინარე, ვცდილობ, რომ დავიხარჯო ბოლომდე, მივიღო მაქსიმუმი. მიყვარს ჩემი საქმე, მიყვარს ძიუდო, მიყვარს კვარცხლბეკზე დგომა.

ბედნიერი ვარ, რომ დღეს საქართველოს ჰიმნი გავაჟღერე. რას ველი ტოკიოს ოლიმპიადისგან? მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, ბედნიერი ვარ, რომ მესამე ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის შანსი მაქვს და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ".

მკითხველის კომენტარები / 5 /
კვარცხლბეკზე დგომა რომ გიყვარს გეტყობა ძმაო გაიხარე
დიმო
09 ივნისი 2021 14:21
0
გენაცვალე, ლაშა!
დღეს ჩვენი არსენაც გახდება ჩემპიონი! დილით კორეელი კინაღამ შეჭამა. ხელიდან ძლივს გააგდებინეს.
ქართველებო, გაიხარეთ!
ILIA
09 ივნისი 2021 12:49
0
გილოცავ ჩემო საყვარელო ქართველო ერო ლაშას მსოფლიოს ჩემპიონობას..კიდევაც დაიზრდებიან......ყველაფერში აღმასვლის დასაწყისი ყოფილიყოს....მტრის ჯინაზე..საქართველოს გაუმარჯოს....იხაროს შენმა ჯილაგმა ლაშა..ულოცავ შენს მშობლებს...ნათესავებს..მეგობრებს..მწვრთნელებს.. დიდი მადლობა ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ დიდ გაბრწყინებაში..გეხვევით მრავალჟამიერ....სიხარული არ მოგვშლოდეს..ამინ.....

ორიოდ სიტყვა ჩვენს სასიქადულო ეთერ ლიპარტელიანზე !!!!! დღეს მიმწუხრისას ეთერი იაპონელ "ვარსკვლავს " ხვდებოდა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე...ეთერიმ ამ ბრძოლამდე დაამარცხა ორი მოწინაღმდეგე და შემდეგ შეხვდა იაპონელთა ერთერთ ფავორიტ ძიუდოისტ ქალს (მოგეხსენებათ მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონიის ნაკრებში მხოლოდ უძლიერესები ხვდებიან) .. მომო ტამაიოკის !!! ძალიან დაძაბულ ბრძოლაში ეთერიმ აჩვენა მართლაც რომ შესაშური შეუპოვრობა და ამ 26 წლის ბრძოლებში გამობრძმედილ ძიუდოისტს შეხვედრის ბოლოს ვაზარი გაუქვითა...აქ მოხდა იშვიათი შემთხვევა ძიუდოში!!!! ნერვული დაძაბულობის ფონზე ეთერიმ დაუშვა ფორმალური შეცდომა !!!...ორთაბრძოლის შეჩერების შეძახილი (მატე იაპონურად) რეფერისგან ოფიციალურად არ გაჟღერებულა ( ყოველ შემთხვევაში ტატამზე ეს შეძახილი არავის გაუგონია!!!..ეთერი ( კიდევ ერთხელ იმ არნახული დაძაბულობის და ხმაურის ფონზე შეიძლება ვივარაუდოთ რომ ეთერის მოესმა მსაჯის შეძახილი "მატე") შემოტრიალდა და გაემართა ტატამის თავისი კუთვნილი მონაკვეთისაკენ....ამ დროს ქართველი ძიუდოისტი ზურგით იდგა იაპონელისადმი...ფორმალურად და კიდევ ერხელ ფორმალურად ყველამ ეს მანევრი აღიქვა როგორც არასანქცინირებული ბრძოლის არეალიდან გამოსვლა!!!! იაპონელმა იხელთა დრო და ზურგიდან დაესხა ეთერის და მეორე ვაზარი ანუ გამარჯვება მოიპოვა..მე და არა მარტო მე (ალბათ ბევრ ქრთველ გულშემატკივარს) გული ჩამწყდა გაოგნებუბული და აცრემლებული ეთერის შემხედვარეს ...არ შემიძლია არ არ გამოვთქვა ჩემი და ასევე დარწმუნებული ვარ ათასობით გულშემატკივრის გულისწყრომა!!!!ძიუდო ჩამოყალიბდა როგორც რაინდული ორთაბრძოლა და ამ დროს ამ სპორტის ფუძემდებელი ქვეყნის წარმომადგენელი არღვევს ელემენტარული წესიერების ( არავინ ითხოვს ფეირპლეის პრინციპების დაცვას) ნორმებს.......ზურგიდან თავდასხმით იპარავს გამარჯვებას..შე არაკაიდედმამისშვილო ერთ წამში ეთერი დაიკავებდა თავის კუთვნილ ადგილს ტატამზე და მერე შეგეტია..ჩემი აზრით მომომ ჩაიდინა აშკარად შეუფერებელი საქციელი..ქართულ ჭიდაობაში დაცემულის შეხება საერთოდ აკრძალულია..არაფერს ვამბობ ზურგიდან მიპარვაზე!!!!!მსოფლიო ძიუდოს კორიფემ ფრანგმა რინერიმაც არ იუკადრისა ზურგიდან თავდასხმა ქართველ მატიაშვილზე!!!! მინდა მოუწოდო ჩვენს სასიქადულო ძიუდოისტებს არ აყვეთ ამისთანა მოწინააღმდეგეებს საძრახის საქციელში..დაე ქართველი სპორტსმენების რაინდობა დარჩეს ყველასათვის მისაბაძად და საარაკოდ...გფარავდეთ უფალი!!!!!! ამინ...
ნუგზარი
09 ივნისი 2021 10:38
0
მეოთხედფინალში უნგვართან გასაოცარი ბრძოლის შემდეგ,ვშიშობდი,ნახევარფინალში,გამოფიტული იქნება მეთქი,ფიზიკურადაც და ემოციურადაც.თურმე სად ხარ.არადა ლაშას აქილევსის ქუსლი,ყოველთვის ფიზიკური მომზადება იყო.დამატებით დროში მეტოქეზე ადრე იღლებოდა ხოლმე.გილოცავ ლაშა!ისე,კარგი იქნებოდა ოლიმპიადამდე ცოტა მეტი შუალედი ყოფილიყოცოტა სულის მოსათქმელად და კვლავ ფორმაში შესასვლელად.თუმცა რაცაა,ესაა.ლაშა დიდი პროფესიონალია და საიქაო ემოციებიც გადანახული ექნება,სიურპრიზებთან ერთად.
სოსო
09 ივნისი 2021 10:30
0
გმადლობ, ბატონო ჩემპიონო!
თქვენმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლამ უდიდესი სიამოვნება მომანიჭა!
უდიდესი სიხარული მომგვარა მომგვარა!
მიხარია, რომ ქართველი ვარ!
ბესო შიოშვილი
09 ივნისი 2021 03:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული