შავდათუაშვილი ფინალში დამარცხდა, მაგრამ უნიკალური მოვლენის ავტორია!

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 26 ივლისს, -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადის ფინალში დამარცხდა - ქართველი სპორტსმენი გადამწყვეტ შეხვედრაში  მოქმედ ჩემპიონ, იაპონელ შოჰეი ონოს დაუპირისპირდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული და ემოციებით სავსე გამოდგა. არბიტრს, დამატებით დროში, იაპონელი ძიუდოისტისთვის მესამე გაფრთხილების მიცემაც შეეძლო, რაც ლაშას გამარჯვებას ნიშნავდა. შემდეგ კი ონომ მომგებიანი ილეთის გაკეთება შეძლო.

შავდათუაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი ფრანგ გილიომ ჩაინესთან საკმაოდ დამაჯერებლად და ლამაზ სტილში იმარჯვა - ვაზარი მოიპოვა.

მერვედფინალში ქართველი სპორტსმენი ჯიბუტის
წარმომადგენელ ადამ ალექსანდრ ჰუსეინს უპირისპირდებოდა და ისიც ვაზარით დაამარცხა, მეოთხედფინალში კი კანადელ არტურ მარგელიდონს დამატებით დროში, იპონით აჯობა.

ნახევარფინალში ლაშამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი, სამხრეთკორეელი ჩანგრიმ ანი გაფრთხილებებით დაამარცხა და ფინალში გავიდა.

შავდათუაშვილმა მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა, რაც დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში უნიკალური მოვლენაა. მოგეხსენებათ, შავდათუაშვილი გასული ოლიმპიადის  ბრინჯაოს პრიზიორია, 2012 წელს კი ოქროს მედალი მოიპოვა. ისიც კარგად იცით, რომ  ქართველი სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონია.

 

altეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოსთვის იაპონელთან იჭიდავებს [VIDEO]







მკითხველის კომენტარები / 38 /
ვულოცავ ლაშას მედალს და ბრწყინვალე ჭიდაობას. ხომ გახსოვთ 10 წლის დაუმარცხებელი რინერი? შარშან საერთაშორისო ტურნირზე ის იაპონელმა დაამარცხა, შემდეგ კი შიდა ტურნირზედაც დამარცხდა, რადგან გაიგეს, რომ ის დაუმარცხებელი არ არის. მე არ გამიკვირდება, რომ მან ეს ოლიმპიადა წააგოს. ლაშასთან ფინალის შემდეგ ონოც რიგითი მოჭიდავე გახდა, რომელთან ჭიდაობაც შეიძლება და მისი დამარცხებაც. ასე, რომ ლაშამ დიდად შეარყია ონოს დაუმარცხებლის სტატუსი და შემდეგ ტურნირზე თუ დამარცხდება, არ გაგიკვირდეთ.
ჟორა გაბრიჭიძე
26 ივლისი 2021 17:54
3
და როდის ჭიდაობს რო დაწეროთ არ იქნება ურიგო
hshs
26 ივლისი 2021 09:16
2
12 საათზე იწყება ფინალური ბლოკი
Musenbezi
26 ივლისი 2021 09:57
0
ყოჩაღ შავიიიი...ამას კი ვერ წარმოვიდგენდი თუ ონოს ვინმე ათრევდა....ერთი აქტიურობა უნდოდა ლაშას და ოქრო ჩვენი იყო...ორად ორი მცდელობა ჰქონდა ონოს,მხოლოდ მცდელობა...შავი უძლიერესი ხარ!
jordan beli
26 ივლისი 2021 23:19
1
ლაშა შავდათუაშვილის მიღწევა მართლაც რომ უნიკალურია! ვულოცავ მას და ვულოცავ საქართველოს! ისე, ყველაზე დიდი და განუმეორებელი არის ვიქტორ სანეევი, სამგზის ოლემპიადის გამარჯვებული და მეთხედ ვერცხლის მედალოსანი!
aburjga
26 ივლისი 2021 17:50
0
ლაშა შავდათუაშვილი არის საქართველოს სიამაყე!!! ფინალში რომ გავიდა,ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ცრემლი მომერია.ხუმრობა საქმე ხომ არაა, კაცმა 3 ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა და სამივე შემთხვევაში ქვეყანას 3 მედალი მოუტანა, მან მედლების სრული მომპლექტი შექმნა.უნიკალური შემთხვევა და ვულოცავ ამ მიღწევას სრულიად საქართველოს.
ერთი რამ მინდა კიდევ დავამატო: სარეკლამო ბილბორდები რომ აჭრელებულია ამა თუ უსახური რეკლამებით, ასეთი ხალხის სურათებიც უნდა იყოს ასეთ ბილბორდებზე გაკრული საქართველოს ყველა ქალაქში, რათა მომავალმა თაობამ ნახოს რომ რა შეუძლია სპორტს.ეს იქნება ძალიან მაგარი,პიარი.იმედია ვინმე დაფიქრდება ამ საკითხით.
ქობულეთიდან
27 ივლისი 2021 11:28
3
ამ საზმაუსას ვერაფერს გაიგებს კაცი, საერთოდ შეწყდა სიგნალი ტოკიოდანო აბა მაგ დროს ბასილაშვილის თამაშს როგორ გადმოსცემდნენ?
Ttt
26 ივლისი 2021 10:51
1
მოთმინებით უგებენ ჩვენებს :/
ლუკა
26 ივლისი 2021 14:38
0
დალინკეთ კაცურად..და საიტთან თხოვნა მაქვს-დროები დაწერეთ-უცხოურ საიტებზე სხვადასხვა სარტყელის დროებია მითითებული
Levani
26 ივლისი 2021 09:47
1
დილით იწყება 6-ზე (თუ 6.30-ზე) (თბილისის დროით) და მერე, ნახევარფინალები 12-ზე
₾ადო
26 ივლისი 2021 10:33
0
ლაშა შავდათუაშვილი არის მსოფლიო მაშტაბით ძიუდოს ლეგენდა ცოცხალი. ჯერ მარტო იმიტომ , რომ ოლიმპიური ოქროს შემდეგ ვარჯიში გააგრძელა, არ დაკმაყოფილდა მიღწეული შედეგით რასაც სამწუხაროდ ბევრი ქართველი მოჭიდავე აკეთებს ხოლმე. მადლობა ლაშა ამდენჯერ რო ასახელი ჩვენი ერი
ლაშა 19
27 ივლისი 2021 14:16
2
და ვის ხვდება არ უნდა დაგეწერათ? მე აქ ვაპირებ ყურებას. იმედია იქნება ლაივი...

https://live.ijf.org/oly_2020/videos
zaza
26 ივლისი 2021 10:39
5
ეხლა გადის მეორე ნახევარფინალი იაპონელი და მონღოლი ჭიდაობენ მაგათ გამარჯვებულს ხვდება
შაკო
26 ივლისი 2021 13:28
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული