შავდათუაშვილი ფინალში დამარცხდა, მაგრამ უნიკალური მოვლენის ავტორია!

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 26 ივლისს, -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადის ფინალში დამარცხდა - ქართველი სპორტსმენი გადამწყვეტ შეხვედრაში  მოქმედ ჩემპიონ, იაპონელ შოჰეი ონოს დაუპირისპირდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული და ემოციებით სავსე გამოდგა. არბიტრს, დამატებით დროში, იაპონელი ძიუდოისტისთვის მესამე გაფრთხილების მიცემაც შეეძლო, რაც ლაშას გამარჯვებას ნიშნავდა. შემდეგ კი ონომ მომგებიანი ილეთის გაკეთება შეძლო.

შავდათუაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი ფრანგ გილიომ ჩაინესთან საკმაოდ დამაჯერებლად და ლამაზ სტილში იმარჯვა - ვაზარი მოიპოვა.

მერვედფინალში ქართველი სპორტსმენი ჯიბუტის
წარმომადგენელ ადამ ალექსანდრ ჰუსეინს უპირისპირდებოდა და ისიც ვაზარით დაამარცხა, მეოთხედფინალში კი კანადელ არტურ მარგელიდონს დამატებით დროში, იპონით აჯობა.

ნახევარფინალში ლაშამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი, სამხრეთკორეელი ჩანგრიმ ანი გაფრთხილებებით დაამარცხა და ფინალში გავიდა.

შავდათუაშვილმა მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა, რაც დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში უნიკალური მოვლენაა. მოგეხსენებათ, შავდათუაშვილი გასული ოლიმპიადის  ბრინჯაოს პრიზიორია, 2012 წელს კი ოქროს მედალი მოიპოვა. ისიც კარგად იცით, რომ  ქართველი სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონია.

 

altეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოსთვის იაპონელთან იჭიდავებს [VIDEO]







მკითხველის კომენტარები / 38 /
ლაშა შავდათუაშვილი არის მსოფლიო მაშტაბით ძიუდოს ლეგენდა ცოცხალი. ჯერ მარტო იმიტომ , რომ ოლიმპიური ოქროს შემდეგ ვარჯიში გააგრძელა, არ დაკმაყოფილდა მიღწეული შედეგით რასაც სამწუხაროდ ბევრი ქართველი მოჭიდავე აკეთებს ხოლმე. მადლობა ლაშა ამდენჯერ რო ასახელი ჩვენი ერი
ლაშა 19
14:16 27-07-2021
2
ლაშა შავდათუაშვილი არის საქართველოს სიამაყე!!! ფინალში რომ გავიდა,ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ცრემლი მომერია.ხუმრობა საქმე ხომ არაა, კაცმა 3 ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა და სამივე შემთხვევაში ქვეყანას 3 მედალი მოუტანა, მან მედლების სრული მომპლექტი შექმნა.უნიკალური შემთხვევა და ვულოცავ ამ მიღწევას სრულიად საქართველოს.
ერთი რამ მინდა კიდევ დავამატო: სარეკლამო ბილბორდები რომ აჭრელებულია ამა თუ უსახური რეკლამებით, ასეთი ხალხის სურათებიც უნდა იყოს ასეთ ბილბორდებზე გაკრული საქართველოს ყველა ქალაქში, რათა მომავალმა თაობამ ნახოს რომ რა შეუძლია სპორტს.ეს იქნება ძალიან მაგარი,პიარი.იმედია ვინმე დაფიქრდება ამ საკითხით.
ქობულეთიდან
11:28 27-07-2021
3

სიახლეები პოპულარული