11:20 27-07-2021
"აქაც ნაგასეს უნდა მოაგებინოთ?!" - ტატო მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებით დამარცხდა [VIDEO]
AutoSharing Option
თითქოს, კამათს არ უნდა იწვევდეს, რომ ამ ეპიზოდში ილეთს გრიგალაშვილი იწყებს, თუმცა შემდეგ ქართველი ძიუდოისტი ზურგით ეცემა. მხარი ტატამს ორივე ძიუდოისტმა დაარტყა. რატომ გადაწყვიტეს არბიტრებმა, გარკვეული თათბირის შემდეგ, ვაზარი მონღოლისთვის მიეცათ, მაინც გაუგებარია.
"აქაც ნაგასეს უნდა მოაგებინოთ?!" - წერს ერთ-ერთი ქართველი გულშემატკივარი სოციალურ ქსელში, რომელიც სავარაუდოდ იმას გულისხმობს, რომ მამაკაცებში აქამდე ჩატარებული ასპარეზობების სამივე დღეს იაპონელმა სპორტსმენებმა გაიმარჯვეს და ამ წონაში ნაკლებად ფავორიტი მასპინძლები სხვა გზების გამოყენებას ცდილობენ.
შეთქმულების თეორიების განვითარებას არ ვაპირებთ, ოლიმპიადაზე საეჭვო ეპიზოდები აქამდეც ყოფილა, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება არ გაგვიმახვილებია, გრიგალაშვილთან დაკავშირებული გადაწყვეტილება კი მართლაც კითხვის ნიშნებს ტოვებს.
ახლა მთავარია, ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის განწყობა შეინარჩუნოს. რეპეშაჟში ტატოს მეტოქე უზბეკი შაროფიდინ ბოლტაბოევი იქნება. შეგახსენებთ, ამ ქვეყნის ნაკრებს ილიას ილიადისი (ჯარჯი ზვიადაური) წვრთნის.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
ძალიან ცუდად მაქვს დაცდილი როდესაც სპორტსმენი ან მწვრთნელი იწყებენ ბაქიბუქს...ჰიმნს ავაჟღერებ და ასე შემდეგ...ჯერ გადახტი!!!!!ტატო მე ვარ ვინც არსენა დაგარქვი..მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაც ზევიდან დაუწყე ყურება მოწინააღმდეგეებს..ეს აწევა და დაგდება არ არი შენნაირი ვაჟკაცის შესაფერისი..მეტი თავმდაბლობა უხდება შენისთანა ვაჟკაცს..არ გაჯავრდე კეთილი გულით გეუბნები..ყველაფერი წინა გაქცს.,