"აქაც ნაგასეს უნდა მოაგებინოთ?!" - ტატო მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციის ოქროს მედლის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) მეოთხედფინალში მონღოლ საეიდ მოლაეისთან დამარცხდა და მხოლოდ ბრინჯაოსთვის ბრძოლას შეძლებს. ქართველმა ძიუდოისტმა შეხვედრა მშვენივრად დაიწყო და ვაზარით იგებდა. მეტოქემ მალევე გაუთანაბრა, აი, მოლაესთვის გამარჯვების მომტანი ვაზარის მიცემა კი საეჭვო ვითარებაში მოხდა.

თითქოს, კამათს არ უნდა იწვევდეს, რომ ამ ეპიზოდში ილეთს გრიგალაშვილი იწყებს, თუმცა შემდეგ ქართველი ძიუდოისტი ზურგით ეცემა. მხარი ტატამს ორივე ძიუდოისტმა დაარტყა. რატომ გადაწყვიტეს არბიტრებმა, გარკვეული თათბირის შემდეგ, ვაზარი მონღოლისთვის მიეცათ, მაინც გაუგებარია.

"აქაც ნაგასეს უნდა მოაგებინოთ?!" - წერს ერთ-ერთი ქართველი გულშემატკივარი სოციალურ ქსელში, რომელიც სავარაუდოდ იმას გულისხმობს, რომ მამაკაცებში აქამდე ჩატარებული ასპარეზობების სამივე დღეს იაპონელმა სპორტსმენებმა გაიმარჯვეს და ამ წონაში ნაკლებად ფავორიტი მასპინძლები სხვა გზების გამოყენებას ცდილობენ.

შეთქმულების თეორიების განვითარებას არ ვაპირებთ, ოლიმპიადაზე საეჭვო ეპიზოდები აქამდეც ყოფილა, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება არ გაგვიმახვილებია, გრიგალაშვილთან დაკავშირებული გადაწყვეტილება კი მართლაც კითხვის ნიშნებს ტოვებს.

ახლა მთავარია, ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის განწყობა შეინარჩუნოს. რეპეშაჟში ტატოს მეტოქე უზბეკი შაროფიდინ ბოლტაბოევი იქნება. შეგახსენებთ, ამ ქვეყნის ნაკრებს ილიას ილიადისი (ჯარჯი ზვიადაური) წვრთნის. 

altგრიგალაშვილი მონღოლთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო

მკითხველის კომენტარები / 8 /
ხედავთ როგორ აქვთ შესწავლილი მაგისი თავით ძირს წასვლა? ილეთი დამთავრებული არ იყო და მოლაი უკვე გამარჯვებას ზეიმობდა, რადგან იცოდა იქიდან როგორ დაეგდი იპონზე. არავითარი შეცდომა არ ყოფილა ბეჭებზე დავარდა, ასე, რომ კუდს ნუღარ გამოაბამთ და ამ შეცდომიდან კარგი გაკვეთილი გამოიტანეთ.
ჟორა
27 ივლისი 2021 18:15
3
უმჯობესია ტატოც და მწვრთნელებიც იმაზე დაფიქრდნენ რომ ტატომ მონღოლთანაც და ბელგიელთანაც (ამასთან უკვე ზედი-ზედ მეორეჯერ) მის მიერვე დაწყებული ილეთზე გაკეტებული კონტრილეთით დამარცხდა.ადვილად გათვლადი გახდა ტატოს ჭიდაობა მთავარი კონკურენტებისთვის. ფიზიკურ მომზადებაშიც უნდა მოუმატოს.
გიორგი
27 ივლისი 2021 17:27
2
შვილო ტატო

ძალიან ცუდად მაქვს დაცდილი როდესაც სპორტსმენი ან მწვრთნელი იწყებენ ბაქიბუქს...ჰიმნს ავაჟღერებ და ასე შემდეგ...ჯერ გადახტი!!!!!ტატო მე ვარ ვინც არსენა დაგარქვი..მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაც ზევიდან დაუწყე ყურება მოწინააღმდეგეებს..ეს აწევა და დაგდება არ არი შენნაირი ვაჟკაცის შესაფერისი..მეტი თავმდაბლობა უხდება შენისთანა ვაჟკაცს..არ გაჯავრდე კეთილი გულით გეუბნები..ყველაფერი წინა გაქცს.,
ნუგზარ ნუცუბიძე
27 ივლისი 2021 15:14
2
ტატოს ამ წუთს გამხნევება ჭირდება, მედალი უნდა აიღოს აუცილებლად. ჯერ ახალგაზრდაა და მრავალი დიდი გამარჯვება ელის წინ. ოღონდ ერთი პირობით- უნდა ისწავლოს სწორი ტაქტიკური ჭიდაობა. მოპოვებულის შენარჩუნება და დროის გაყვანა სადაც საჭიროა. და კიდევ, რაც არ უნდა მოხდეს ღირსეულად უნდა მოიქცე. გახსოვდეს ვისი გორის ხარ. თავდაჯერებულობა და ამპარტავნება ორი სხვადასხვა რამეა .
არტ
27 ივლისი 2021 14:16
0
ჩემი აზრით ტატომ მსაჯებში და არა მარტო მსაჯებში ანტიპათია დაიმსახურა, არ შეიძლება დამარცხებულ მეტოქეზე ფეხის გადაბიჯება, ბოლო მსოფლიოზეც ძალიან ცუდად მოიქცა, სანამ იგებდა, ყველა დამარცხებულ მეტოქეს ამხნევებდა და ეხუტებოდა, როგორც კი წააგო, ხელიც არ ჩამოართვა მეტოქეს, გამოვიდა, რომ ყველა მისი ჟესტი ფარსი იყო, ახლაც ძალიან გამომწვევად იქცეოდა და ამას არ პატიობენ მსაჯები. თუმცა მე მაინც მგონია, რომ ტატო ოქროს იმსახურებდა, მაგრამ საქციელი უნდა გამოასწოროს და მეტოქეების პატივისცემა უნდა ისწავლოს, თუნდაც იგივე მოლაესგან.
27 ივლისი 2021 12:38
2
მოდით , ჩვენს შეცდომებს ნუ დავაბრალებთ მსაჯს და სხვებს. ამ შემთხვევაში მსაჯი არაფერ შუაშია. ღიად ჭიდაობდა, პირველი გდება გაუშვა და მეორეზეც გაყვა. გაფლანგა უპირატესობა და წააგო. რომც გასულიყო და ნაგასეს შეხვედროდა, ასეთი ჭიდაობით უფრო გულსატკენად დამარცხდებოდა.
: )))))))
27 ივლისი 2021 12:37
5
ნუ მარჩიელობთ და ხალხს ნუ ძაბავთ.პროფესიონალების კომენტარები დადეთ რო გავერკვეთ რა მოხდა.წაგება ყველგან ხდება და თუ რამე უსამართლობასთან გვაქვს საქმე ფედერაციამ დროზე მიხედოს საქმეს
გივი
27 ივლისი 2021 12:36
0
კარგად ნახეთ ჩანაწერი, მონღოლი ილეთს აკეთებს, სამწუხაროდ((
კახა
27 ივლისი 2021 11:47
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული