დღეს, 28 ივლისს, ლაშა ბექაურმა საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ქართველმა ძიუდოისტმა საჭიდაო დღე ერთი ამოსუნთქვით გაიარა და დამსახურებული სინჯის მედალიც დაიმსახურა.
ლაშა ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო. პირველ შეხვედრაში პოლონელ პიოტრ კუჩერას ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი ბრძოლა შებოჭვით დაასრულა. მეორე დაპირისპირებაში ქართველი ძიუდოისტი ისრაელის წარმომადგენელთან, ლი კოხმანთან ვაზარით აგებდა, თუმცა ჩამორჩენა ვაზარით და ავასატე-იპონით აღმოფხვრა და 1/4-ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე დავლათ ბობონოვი იყო. 21 წლის ქართველმა უზბეკ ძიუდოისტს ჰანსოკუ-მაკეთი სძლია, ნახევარფინალში კი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა.
ფინალურ შეხვედრაში გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა და ოლიმპიური ოქროს მედალიც დაიმსახურა.
თუშიშვილი_ლიპარტელიანი აბა თქვენ იცით ბიჭებო