ლიპარტელიანი მედლის გარეშე დარჩა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე უმედლოდ დარჩა...

-100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლეჩხუმელმა მოჭიდავემ პირველი წრე გამოტოვა, მერე რაუნდში კი სამი გაფრთხილებით ეგვიპტელი რამადან დარვიში დაამარცხა.

1/4-ფინალში ქართველის მოწინააღმდეგე კანადელი შედი ელნასი გახლდათ, რომელსაც "ლიპომ" იპონით (ორი ვაზარი) სძლია და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალში გასასვლელად კი ვარლამმა იაპონელ აარონ ვოლფთან იჭიდავა. ძირითადი დროის ამოწურვამდე 1 წუთისა და 5 წამით ადრე იაპონელმა ძიუდოისტმა ვაზარი მოიპოვა და მიღებული უპირატესობა აღარც გაანიავა.

ვარლამი მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ ნიაზ
ილიასოვთან დამარცხდა. რუსმა სპორტსმენმა "ლიპოს" ვაზარი აუღო და დაწყებული საქმეც ბოლომდე მიიყვანა.

მკითხველის კომენტარები / 42 /
ოქრო გვინდა :)
ზურა
29 ივლისი 2021 10:19
1
რომელ საათზე იწყება?
გუგა
29 ივლისი 2021 09:38
1
12
შალვა 73
29 ივლისი 2021 11:20
0
12 დან იწყება ნახევარფინალები
goga
29 ივლისი 2021 10:47
0
ნახევარფინალი რომელ საათზეა?
koko
29 ივლისი 2021 09:20
1
დროის მითითება ვერ ისწავლეთ? :/
ლუკა
29 ივლისი 2021 08:57
1
12ზე იწყება ფინალური ბლოკი
Nick
29 ივლისი 2021 09:51
0
მეოთხე მედალი ვარლამ! ღმერთმა დაგლოცოს ძმაო!
ლევანი
29 ივლისი 2021 08:28
0

სიახლეები პოპულარული