ლიპარტელიანი მედლის გარეშე დარჩა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე უმედლოდ დარჩა...

-100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლეჩხუმელმა მოჭიდავემ პირველი წრე გამოტოვა, მერე რაუნდში კი სამი გაფრთხილებით ეგვიპტელი რამადან დარვიში დაამარცხა.

1/4-ფინალში ქართველის მოწინააღმდეგე კანადელი შედი ელნასი გახლდათ, რომელსაც "ლიპომ" იპონით (ორი ვაზარი) სძლია და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალში გასასვლელად კი ვარლამმა იაპონელ აარონ ვოლფთან იჭიდავა. ძირითადი დროის ამოწურვამდე 1 წუთისა და 5 წამით ადრე იაპონელმა ძიუდოისტმა ვაზარი მოიპოვა და მიღებული უპირატესობა აღარც გაანიავა.

ვარლამი მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ ნიაზ
ილიასოვთან დამარცხდა. რუსმა სპორტსმენმა "ლიპოს" ვაზარი აუღო და დაწყებული საქმეც ბოლომდე მიიყვანა.

მკითხველის კომენტარები / 42 /
Ძალიან სამწუხაროა.2007 წლიდან ვუყურებ ძიუდოს და თითქმის არც ერთი ტურნირი არ გამომიტოვებია. Ლიპო იმიტომ არი მსოფლიო და ქართული ძიუდოს ლეგენდა რომ მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ შეჯიბრზე დარჩა უმედლოდ დანარჩენი ყველგან სტაბილურად მედალი გააკეთა და მთელი ამ ხნის მანძილზე სულ ლიდერი იყო. Ჩემთვის ლიპო საუკეთესო ქართველი ძიუდოისტია, მაგრამ სამწუხაროდ უგვირგვინო მეფე. Არაუშავს მსოფლიოზეც სცადე ლიპო და მერე ახალგაზრდებს მიეცი გზა.მადლობა ყველაფრისთვის
აკაკი
18:24 29-07-2021
0
მესამე ადგილი ქვეყნისთვის იყო კარგი და დასანანია რომ დაიკარგა. ლიპოს კი მხლოდ ტიტული სჭირდება, რომელიც საუბედუროდ კიდევ ერთხელ გაუსხლტდა ხელიდან. არა უშავს კიდევ ვეცდებით.
ჟორა გაბრიჭიძე
18:20 29-07-2021
0

სიახლეები პოპულარული