"ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვაზე, რაში დახარჯავს ის ერთ მილიონ ლარს, რომელიც მას მოგებისთვის გადაეცემა, ბექაური პასუხობს:
"პირველ რიგში, ბებიაჩემი არის საბერძნეთში და დეიდაჩემი, იქ მუშაობენ. ემიგრანტები არიან და მინდა, რომ ისინი ჩამოვიყვანო საქართველოში, არ მინდა, რომ ემიგრაციაში იყვნენ… ისე, ზოგადად, არ მიფიქრია, ეს ჩემი პირველი სურვილია."
შეგახსენებთ, 21 წლის ლაშა ბექაურმა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი
მოუტანა.