თუშიშვილი დასანანად დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 30 ივლისს, +100 წონით კატეგორიაში ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

თუშიშვილი საწყის წრეში ისვენებდა, მერვედფინალში კი ტაჯიკ თემურ რახიმოვს მოუგო. შეხვედრის დასრულებამდე 1:13 წუთით ადრე გურამი ვაზარით დაწინაურდა და უკანასკნელ წამებში შებოჭვას გადაურჩა. ქართველმა ძიუდოისტმა მეორე ვაზარი მოიპოვა და ავასატე-იპონით გაიმარჯვა.

მეოთხედფინალში თუშიშვილმა ბრაზილიელ რაფაელ სილვას დამატებით დროში, გაფრთხილებებით აჯობა და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალში გასასვლელად გურამმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი ტამერლან ბაშაევი დაამარცხა, რომელმაც მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველი დიდი სენსაცია მოახდინა და დაუმარცხებელ ფრანგ ტედი
რინერს სძლია. რუსი ვაზარით იგებდა, მაგრამ თუშიშვილმა ჯერ ვაზარი გაათანაბრა, ბოლოს კი იპონით დაასრულა - ბაშაევი ბეჭებზე გააკრა.

ფინალში თუშიშვილი მოქმედ ოლიმპიური ჩემპიონ(-100 კგ-ში), ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან შეხვედრის უკანასკნელ წამებზე დასანანად დამარცხდა. ჩეხს ორი გაფრთხილება ჰქონდა, მაგრამ ქართველის შებოჭვა მოახერხა და ზედიზედ მეორე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.

შეგახსენებთ, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს. ამ ეტაპზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 1 ოქროსა და 3 ვერცხლის მედალია, რომლებიც ძიუდოისტებს ეკუთვნით -  ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (-90) გახდა; თუშიშვილის გარდა, ვაჟა მარგველაშვილი (-66) და ლაშა შავდათუაშვილიც (-73)  ფინალში დამარცხდნენ.

altთუშიშვილი vs რინერი და ნახევარფინალის შანსი კრივში - 30 ივლისის პრევიუ

alt"ვიცი, ვერ გაგახარეთ.."- ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა

მკითხველის კომენტარები / 40 /
ქართველი ძიუდოისტების ოთხი ფინალი ტოკიოს ოლიმპიადაზე,ერთი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალი.მართლაც ფენომენალური შედეგია! ბრავო ლაშა გუჯეჯიანი!
....
30 ივლისი 2021 14:42
1
რა უნდოდა, რატომ რისკავდა? თან იცნობს კარგად. მშვენიერი შანსი ჰქონდა და ხელიდან გაუშვა. ძალიან დამწყდა გული
: )))))))
30 ივლისი 2021 14:08
2
ვახ შენ გენაცვალე საამაყო ქართველო!
ქომაგი
30 ივლისი 2021 13:11
1
გურამ მიდი შენი ჭირიმე, ძალიან გვეიმედები.აბა შენ იცი, უნდა გაგვახარო..
ქობულეთიდან
30 ივლისი 2021 10:44
0
შენს თავში ჩამახედა, ბაშაევს უნდა უსურვო მოგება?
კომბლე
30 ივლისი 2021 09:44
1
ახლა ვუყურე და ვნახე როგორ აღნიშნა რინერმა ბრინჯაო და რა გამახსენდა იცით, როგორ უხასიათოდ იბრძოლა რიოში ბრინჯაოსთვის ჭრიკიმ, არანაირი გამართლება მაშინ ავთოს საქციელს არ ქონდა.
jjj
30 ივლისი 2021 13:43
1
პირველ რიგში, ვულოცავ გურამს პირველ მედალს პირველ ოლიმპიადაზე!!!
ეს ყოფილიყოს გურამისთვის პირველი და უკანასკნელი ვერცხლის მედალი, მომავალში კი მხოლოდ ოქროს ვუსურვებ, ასაკიც ხელს უწყობს და იმედია, რომ ევროპის, მსოფლიოს და ოლიამპიადის ოქროთი, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვიქნებით გახარებულები!!!
გაიხარე გურამ ჩვენი გახარებისათვის!!!
აჩი
30 ივლისი 2021 16:05
0
არა რააა, მოგებული ორთაბრძოლა გაანიავა. ასე არცერთი მარცძი არ მწყენია. ისევ თავდაჭერამ გვიმტყუნა. ოქრო ჯიბეში ქონდა და აჩუქა ტიპს.
ლუკა
30 ივლისი 2021 14:00
0
საქართველოს წარმატება ისურვე, შე არაქართველო.
Tori
30 ივლისი 2021 10:02
1
ამას ქვია ნადა მენშე პიტ. არ ქონდა ფიზიკის იმედი და მიტო იჩქარა იქნებ გოლდენსკორი არ დამჭირდესო და აბატოო, მაგრამ არა უშავს მე ვერცხლსაც არ ველოდი.
hhh
30 ივლისი 2021 14:04
8
შენ რომელი რანგის ტრეინერი ხარ სიმონ
zas.
30 ივლისი 2021 16:47
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული