თუშიშვილი vs რინერი და ნახევარფინალის შანსი კრივში - 30 ივლისის პრევიუ

AutoSharing Option
ხვალ, 30 ივლისს, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს დატვირთული დღე ექნება. ძიუდოისტთა კაპიტან ვარლამ ლიპარტელიანის უმედლოდ დარჩენის შემდეგ გულდაწყვეტილ გულშემატკივრებს წარმატების იმედი აქვთ.

ძიუდო - გურამ თუშიშვილი (+100)

ძიუდოში საქმეში ბოლო, მძიმე(+100) წონითი კატეგორია ჩაერთვება, სადაც გურამ თუშიშვილი მონაწილეობს. 26 წლის ქართველი სპორტსმენი ოლიმპიადის ერთ-ერთ ფავორიტად განიხილება, თუმცა ამ წონას ძალიან გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს და ეს ფრანგი ტედი რინერია. მის მიღწევებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ წინა ორი ოლიმპიადის გამარჯვებულია.

ასპარეზობა 30 ივლისსაც, ტრადიციულად, თბილისის დროით 06:00 საათზე
დაიწყება, ქართველ ძიუდოისტს კი გამოსვლა მეცხრე ორთაბრძოლაში უწევს. ასე რომ, თუშიშვილს დაახლოებით 06:40 საათზე ველით.

გურამი პირველ წრეში ისვენებს, შემდეგ კი კუბელ ენდი გრანდას ან ტაჯიკ თემურ რახიმოვს დაუპირისპირდება. ამ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში, მეოთხედფინალში თუშიშვილს სერიოზული მოწინააღმდეგე ელის - ბრაზილიელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი რაფაელ სილვა, რა თქმა უნდა, თუკი ის მერვედფინალური ბარიერის გადალახვას აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურთან ან პოლონელ მაციეჟ სარნაცკთან მოახერხებს.

აი, ნახევარფინალში კი ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ტედი რინერი უნდა იყოს, თუკი მანამდე რუსმა ტამერლან ბაშაევმა სენსაცია არ შემოგვთავაზა. იქნებ სწორედ თუშიშვილია ის სპორტსმენი, ფრანგის წარმოუდგენელ ჰეგემონიას რომ დაამხობს?!

ბადის მეორე მხარესაა მასპინძელი ჰისაიოსი ჰარასავა, რომელიც ფინალში გასვლის მთავარი კანდიდატია. იაპონელები, რომლებსაც უკვე 5 ოქროს მედალი აქვთ (მათ მხოლოდ ლაშა ბექაური შეეცილა), მძიმე წონაში ფავორიტები ნაკლებად არიან, მაგრამ...

კრივი - ესკერხან მადიევი

ესკერხან მადიევი მშვენივრად გამოიყურება - ორ მეტოქე, აზერბაიჯანის სახელით მონაწილე ლოურენს სოტომაიორ კოლასოსა და უგანდელ შადირი ბვოგს დამაჯერებლად სძლია და ნახევარფინალისთვის იბრძვის.

ქართველ მოკრივეს გამოსვლა თბილისის დროით 13:15 საათის შემდეგ მოუწევს და მისი მეტოქე ძალიან გამოცდილი რუსი, მსოფლიო ჩემპიონი ანდრეი ზამკავოია. 23 წლის სპორტსმენს შეუძლია მცირე სასწაული შემოგვთავაზოს.

ტყვიის სროლა - ნინო სალუქვაძე

თბილისის დროით 04:00 საათზე ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი, მე-9 ოლიმპიადის მონაწილე და 3-გზის მედალოსანი ნინო სალუქვაძე 25 მეტრიდან სპორტული პისტოლეტიდან სროლაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვა. სალუქვაძე პირველი დღის შემდეგ მეშვიდე ადგილზეა, ფინალში კი რვა საუკეთესო გადის.

Sportall.Ge

იმედია, სალუქვაძე გადამწყვეტ ეტაპზე იასპარეზებს, ის კი 09:00 საათზე (ჩვენი დროით) აიღებს სტარტს.

მძლეოსნობა - სოფიკო შათირიშვილი


14:25 საათიდან კი ქართველ სპორტსმენს ბირთვის კვრაშიც ვიხილავთ. ასპარეზობაში მძლეოსანი სოფიკო შათირიშვილი ჩაერთვება და იმედია, წარმატებული გამოსვლა ექნება. 

Sportall.Ge

უახლოეს დღეებში ბირთვის კვრაში საქართველოს ღირსებას მძლეოსნები: გიორგი მუჯარიძე, ბაჩანა ხორავა და ბესიკ აბრამიანიც დაიცავენ.

შეგახსენებთ, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს. ამ ეტაპზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალია, რომლებიც ძიუდოისტებს ეკუთვნით - ლაშა ბექაური (-90) ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ვაჟა მარგველაშვილი (-66) და ლაშა შავდათუაშვილი (-73) კი ფინალში დამარცხდნენ.

altქართველი მოკრივე ოლიმპიადის მეოთხედფინალშია! [VIDEO]

altნინო სალუქვაძე ოლიმპიადაზე ფინალურ ზონაშია

მკითხველის კომენტარები / 5 /
ფინალი -თუშიშვილი - ხამო
rable
03:46 30-07-2021
0
თუშო, თუ კაცი ხარ ხვალ არ დამაღალატო, 4 მედალი მქონდა ნაწინასწარმეტყელები და შენღა დამრჩი იმედად, ხარისხს არ დავეძებ, ოღონდ მედალი იყოს.
ჟორა გაბრიჭიძე
23:27 29-07-2021
1

სიახლეები პოპულარული