ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თუშიშვილი დასანანად დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა

თუშიშვილი დასანანად დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 30 ივლისს, +100 წონით კატეგორიაში ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

თუშიშვილი საწყის წრეში ისვენებდა, მერვედფინალში კი ტაჯიკ თემურ რახიმოვს მოუგო. შეხვედრის დასრულებამდე 1:13 წუთით ადრე გურამი ვაზარით დაწინაურდა და უკანასკნელ წამებში შებოჭვას გადაურჩა. ქართველმა ძიუდოისტმა მეორე ვაზარი მოიპოვა და ავასატე-იპონით გაიმარჯვა.

მეოთხედფინალში თუშიშვილმა ბრაზილიელ რაფაელ სილვას დამატებით დროში, გაფრთხილებებით აჯობა და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალში გასასვლელად გურამმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი ტამერლან ბაშაევი დაამარცხა, რომელმაც მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველი დიდი სენსაცია მოახდინა და დაუმარცხებელ ფრანგ ტედი რინერს სძლია. რუსი ვაზარით იგებდა, მაგრამ თუშიშვილმა ჯერ ვაზარი გაათანაბრა, ბოლოს კი იპონით დაასრულა - ბაშაევი ბეჭებზე გააკრა.

ფინალში თუშიშვილი მოქმედ ოლიმპიური ჩემპიონ(-100 კგ-ში), ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან შეხვედრის უკანასკნელ წამებზე დასანანად დამარცხდა. ჩეხს ორი გაფრთხილება ჰქონდა, მაგრამ ქართველის შებოჭვა მოახერხა და ზედიზედ მეორე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.

შეგახსენებთ, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს. ამ ეტაპზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 1 ოქროსა და 3 ვერცხლის მედალია, რომლებიც ძიუდოისტებს ეკუთვნით - ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (-90) გახდა; თუშიშვილის გარდა, ვაჟა მარგველაშვილი (-66) და ლაშა შავდათუაშვილიც (-73) ფინალში დამარცხდნენ.

• ჟორა გაბრიჭიძე

თუშომ ის აიღო რაც დაგეგმილი იყო მისთვის, რადგან რინერთან მოგებას წინასწარ ვერავინ დაგეგმავს. მაგრამ დასანანი იყო რინერის შემდეგ მეორეზე დარჩენა, თუმცა არც კრპალეკია სანთლისგან გაკეთებული. ვფიქრობ აქ თუშოს ოპტიმიზმმა ცუდი სამსახური გაუწია, რადგან კრპალეკს ბოლო შეხვედრა ადვილად მოუგო. ბაშაევის გამარჯვება კი რინერის დაუდევრობამ და ბაშაევის სწორი ტაქტიკით ჭიდაობამ გამიოწვია. ვფიქრობ გეგმა ასეთი იყო, ძირითად დროში ბაშაევს გდება კი არ გაეკეთებია, არამედ გაძლებაზე ეჭიდავა, რინერი დაეღალა და ჭიდაობა დამატებით დროში გადაეყვანა, რადგან აქ ერთი წარმატებული შეტევით მთავრდება ყველაფერი. ძირითად დროში ბაშაევს გდება რომ გაეკეთებია მერე რინერი მოკლავდა. ბაშაევმა სწორედ ეს გეგმა განახორციელა.

• а

როგორც რინერმა წააგო ბაშაევთან, ასევე გურამმა წააგო ეს ბრძოლა, კრპალეკმა კი არ მოიგო, თუშიშვილმა წააგო, რა იყო ეს, რამ შეაყოვნა ვერ ვხვდები, რატომ არ წამოხტა და რატომ გააკეთა ამხელა ყოვნი მუხლებზე, ჩემთვის გაუგებარი დარჩა, კურდღელივით იყო ჩეხი, იგივე სტილში გაეგრძელებინა და ყვლაფერი ლოგიკურად დასრულდებოდა, ეეჰ, გურამ, რა მოგივიდა მაინც ვერ ვხვდები. მაინც ლომი ხარ!

• ირაკლი

რაღაც გვჭირს მენტალურად ქართველებს. აგერ რინერმა ბრინჯაო აიღო და ისე უხაროდა და იბადრებოდა გეგონება მისი პირველი მედალია ოლიმპიადაზე, კაცი ოქროს უპირობო ფავოროტი იყო და... თუშიმ ვერცხლი დაისაკუთრა და ტიროდა ჩეხეთის ჰიმნის შესრულებისას. კი ბატონო ვერცხლს ოქრო სჯობს და გვინდოდა, კი ბატონო თავისუფლად შეგვეძლო აგვეღო რომ არა ის დასანანი შეცდომა, მაგრამ რინერმაც ხომ თავისივე უაზრო შეცდომით წააგო, მაგრამ თავზე ნაცარი არ დაუყრია.სპორტია, დღეს წააგებ ხვალ მოიგებ. მთავარია სულსა და გულში გედოს გამარჯვებულის მენტალიტეტი.

• Master

ძალიან დასანანად.ასე არ ყოფილა ლაშას და ვაჟას შემთხვევაში.მათ ბრძოლაში წააგეს.გურამმა კი მოსაგები წააგო.არადა ძალიან ნიჭიერია მაგრამ ბევრ უაზრო გდებას უშვებს.ლამის ტაჯიკთანაც შებოჭვაზე მოყვა.თუარ დაიზარებს ეს ბიჭი მოიგებს მსოფლიოსაც კიდევ და ოლიმპიადასაც.მადლობა და წარმატებები თუში.

• gori

გურამმა საერთოდ თავისი შესაძლებლობების 30% გამოიყენა სპორტში, ბევრად მეტი შეუძლია, მაგრამ სამწუხაროდ რეჟიმის კაცი არ არის. ვულოცავ გულით, მაგრამ ძალიან ბევრს კარგავს.............

• gori

გურამმა საერთოდ თავისი შესაძლებლობების 30% გამოიყენა სპორტში, ბევრად მეტი შეუძლია, მაგრამ სამწუხაროდ რეჟიმის კაცი არ არის. ვულოცავ გულით, მაგრამ ძალიან ბევრს კარგავს...........

• არაგველი

თუში,ვიცი,რომ ძალიან იმედგაცრუებული ხარ.წელში გაიმართე შვილო,შენ მსოფლიოს ჩემპიონი ხარ.წინ ბევრი ტიტული გველოდება.ამ ოლიმპიადაზე შენ ისეთი ნახევარფინალი მოიგე ,3 ოლიმპიურ ოქროს გვირჩევნია.გენაცვალე!

• მ.მ

ეს ბიჭი ახალი სტილის იუმორს ნერგავს, არ მიაქციოთ ყურადღება

• aburjga

რამდენჯერმე ვუყურე და ვერ მივხვდი ვერაფრით, რა მოხდა, ასე უღმერთოდ როგორ წააგო

• zas.

შენ რომელი რანგის ტრეინერი ხარ სიმონ

• Alika

Vulocav am warmatebas magram aseti shansi kide rodis eqneba arvici,vgulisxmob rineris faqtors romelic ki damarcxda magram jerjerobit epoqa ar dasrulebula misi rogorc statiis avtori wers,dzalian menaneba es gashvebuli shansi

• ჟორა გაბრიჭიძე

ვერ ვახერხებთ ტაქტიკურ ჭიდაობას, თვალი მაინც ურა-შემტევი ჭიდაობისკენ გაგვირბის. ამისთვის არის საერთაშორისო ტურნირები, მსოფლიოზე და ოლიმპიადაზე შედეგზე უნდა იჭიდაო, რომელიც ნათელი ტაქტიკისა და ზედმიწევნით ზუსტად თუ არ შეასრულე, არაფერი გამოვა. ამ მიზეზით მინიმუმ სამი მედალი დაიკარგა. მიუხედავად ამისა, შედეგი ფენომენალურია, მაგრამ უკეთესი ხომ უკეთესი იქნებოდა? სხვათაშორის ერთი ჩემპიონი და სამი პრიზიორი მქონდა ნაწინასწარმეტყველები, მაგრამ ვისზედაც დავდე, სწორედ მათ ვერ აიღეს მედალი.

• c

ბრავო თუშააა!

• აჩი

პირველ რიგში, ვულოცავ გურამს პირველ მედალს პირველ ოლიმპიადაზე!!! ეს ყოფილიყოს გურამისთვის პირველი და უკანასკნელი ვერცხლის მედალი, მომავალში კი მხოლოდ ოქროს ვუსურვებ, ასაკიც ხელს უწყობს და იმედია, რომ ევროპის, მსოფლიოს და ოლიამპიადის ოქროთი, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვიქნებით გახარებულები!!! გაიხარე გურამ ჩვენი გახარებისათვის!!!

• დალევა ჰყვარებია

ქეიფი უყვარსო თუშიშ. თუ მართლა ასეა, ძალიან საწყენია და კიდევ შორს გასულა. როგორც ჩანს მენტალურად დაყრილი აქვს ფარხმალი, პროფესიონალი სპორტსმენი რომ ქეიფს დაიწყებს

• gogig

საბოლოო ჯამში, მშვენიერი შედეგია. ვულოცავჩვენს გულშემატკივრებს, მწვრთნელებს და ჯუდოკებს.

• tas

კარგია, მარა როცა აშკარად მეტი შეიძლებოდა მაინც გულდასაწყვეტია.

• judo

მსოფლიოს ყველა ძიუდოისტი რომ შეყარო ერთად მაინც ტედ რინერზე უფრო ძლიერი არავინ არ არის, ბაშაევთან აბსოლუტურად შემთხვევით წააგო, ასე რომ კრპალეკი ან თუშიშვილი ფინალში რომ გავიდნენ ძალიან გაუმართლათ.

ქართველი ძიუდოისტების ოთხი ფინალი ტოკიოს ოლიმპიადაზე,ერთი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალი.მართლაც ფენომენალური შედეგია! ბრავო ლაშა გუჯეჯიანი!

• მეგრელი

აუ რა გული დამწყდა!!! საერთოდ არ გასულიყო ჯობდა, რატო ჩუქნი? რატო? რატო?

რა უნდოდა, რატომ რისკავდა? თან იცნობს კარგად. მშვენიერი შანსი ჰქონდა და ხელიდან გაუშვა. ძალიან დამწყდა გული

• hhh

ამას ქვია ნადა მენშე პიტ. არ ქონდა ფიზიკის იმედი და მიტო იჩქარა იქნებ გოლდენსკორი არ დამჭირდესო და აბატოო, მაგრამ არა უშავს მე ვერცხლსაც არ ველოდი.

• გიორგი

ვულოცოვ თუშის ვერცხლს. ნამდვილად შეეძლო ოქროთი გავეხარებინეთ. რაღაც დააკლდა მის ჭიდაობას და ეს რაღაც ვფიქრობ ტაქტიკაა. კრპალეკმა კი დაამტკიცა რომ ძალიან მაგარი სპორტსმენია.

• ლუკა

არა რააა, მოგებული ორთაბრძოლა გაანიავა. ასე არცერთი მარცძი არ მწყენია. ისევ თავდაჭერამ გვიმტყუნა. ოქრო ჯიბეში ქონდა და აჩუქა ტიპს.

• jjj

ახლა ვუყურე და ვნახე როგორ აღნიშნა რინერმა ბრინჯაო და რა გამახსენდა იცით, როგორ უხასიათოდ იბრძოლა რიოში ბრინჯაოსთვის ჭრიკიმ, არანაირი გამართლება მაშინ ავთოს საქციელს არ ქონდა.

• Milani

Sagol midi guram kargia.

• c

ბრავო თუშააა! წინ ფინალი და ოქრო გველოდება!

• დ

ისეთი თვალები ჰქონდა გურამს ტატამზე გამოსვლის წინ, რომ ეგრევე გავიფიქრე ამის მომრევი ბაშაევი ნაღდად არაა და ნეტავ კრპალეკთანაც ასეთი ჟინით გამოვიდოდეს მეთქი, ვფიცავარ ყველაფერს, რაც მეფიცება, რომ ვაზარით რომ აგებდა, მაშინაც ეჭვი არ შემპარვია გამარჯვებაში, მითუმეტეს დრო ბევრი ჰქონდა. როგორ წაიყვანა მთელი ბრძოლა თავისი სცენარით, როგორი თავდაჯერებული და ანთებული იყო. ნამდვილი ლომია თუშიშვილი, კრპალეკსაც ეგრე გააგორებს ზუსტად. თუ არ ამოაყირავა, აგერ ნახავთ.

ბაშაევი თუშიშვილმა დაატამერლანა. ასე, რომ მჯობის მჯობნს გაუმარჯოს!

• ქომაგი

ვახ შენ გენაცვალე საამაყო ქართველო!

• დ

კორბენი ხარ თუ რინერი გვარად? ახალი გადატანილი გაქვს კოვიდი?

• 1

კორბენ დალასი ერთ რაღაცას კი ამბობს სწორს, რომ ძალიან საეჭვოდ მოიგო ბაშაევმა, თან გაფრთხილებები აშკარად ეკუთვნოდა. რაც შეეხება დალასის დანარჩენ ტექსტს, სრული სისულელეა.

• ქობულეთიდან

გურამ მიდი შენი ჭირიმე, ძალიან გვეიმედები.აბა შენ იცი, უნდა გაგვახარო..

• Tori

საქართველოს წარმატება ისურვე, შე არაქართველო.

• giabar

ეს კორბენ დალასი რას ბოდავს ნეტა.. გურამ, მიდი ბოლომდე შენი ჭირიმე

• კომბლე

შენს თავში ჩამახედა, ბაშაევს უნდა უსურვო მოგება?

• Gizo

ეს ბაშაევი დაბალი და მრგვალია, ძალიან უხერხული მეტოქეა, კისერი არ აქვს ფაქტიურად, ჩავლების აღებაც კი უჭირთ მაგასთან, სიფრთხილეა საჭირო

• რევაზი

ბაშაევი ამ ოლიმპიადის გმირია! ყოჩაღ ტამერლან! შეუძლებელი შეძლო!

• fhh

მიაწერე ნახევარფინალი რომელზეა შე კაი კაცო

• korben dallas

1.75 სმ სიმაღლის ბაშაევმა როგორ დააგდო 202 სმ სიმაღლის ტედი რინერი ახლაც გონზე ვერ მოვდივარ თან მსაჯებმაც დაჩაგრეს ტედი მთელი შეხვედრა არ აფრთხილებდნენ ბაშაევს ბოლოს კი რა ვაზარი მისცეს გადავირიე აშკარად დაცაგრეს ტედი იმედი მაქვს რასის გამო არ გაუკეთეს ეს რადგანაც მაქვს ეჭვი იაპონელებს თვალსი არ მოსდიოდათ ტედი. ყველა შემთხვევაში ბაშაევს უნდა ვუსურვო მოგება თუშიშვლთან რომ ტედის მარცხს ქონდეს ღირსეული პასუხი ბაშაევის ფინალის მოგებით.

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა

"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე

"ყვე­ლა­ნი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ქალს რა უნდა ძი­უ­დო­ში, ეს კა­ცე­ბის სპორ­ტია და თავი და­ა­ნე­ბეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან

პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება

U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა

"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს

16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება

შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება - ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს

U20. [VIDEO] სამი ლელო არ გვეყო - საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა

მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

"რეალი" ფეხბურთელებს არნახულ თანხას დაჰპირდა - საკლუბო მუნდიალის მოგება სტრატეგიული მნიშვნელობისაა

"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს

"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი

"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა

პსჟ VS "ბაიერნი" - კვარაცხელია და კეინი კარგ ფორმაში არიან!

ოფიციალურად: ნიკო ვილიამსმა "ატლეტიკთან" ხელშეკრულება 2035 წლამდე გაახანგრძლივა

დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს

რატომ გადაადგილდებოდა მანქანით საბედისწერო ღამეს? - ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა

ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს? - "ლიონს" სასწრაფოდ 100+100 მილიონი სჭირდება

ქამბექი არ შედგა - ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა

[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!

[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

[VIDEO] დასანანი მარცხი ფინალში - თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

[VIDEO] გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა