ბერა ივანიშვილი ვარლამ ლიპარტელიანის კარიერის დასრულებას ეხმაურება [PHOTO]

AutoSharing Option
მომღერალი ბერა ივანიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ვარლამ ლიპარტელიანის კარიერის დასრულებას ეხმაურება.

მან სოციალურ ქსელში ძიუდოისტის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა - "ლეგენდარული კარიერა...".

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოლიმპიადაზე ვარლამ ლიპარტელიანი უმედლოდ დარჩა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ აქტიურ სპორტულ კარიერას ასრულებს.


მკითხველის კომენტარები / 18 /
ბატონ ბერას! ადრე გავრცელდა ხმა, თითქოს "დინამოს" შეძენით იყავიტ დაინტერესებული! ხოდა იქნებ უშველოთ ქართული ფეხბურთის სახელს და ღირსებას! თუ თავად ვერ წაიკითხავთ, ამ კომენტარს იქნებ ვინმე თქვენიანმა ნახოს და გადმოგცეთ! ვერ წარმოიდგენთ "დინამოს" დახმარება, ამ ჭაობიდან ამოყვანა როგორი დიდი საქმე იქნება სრულიად ქვეყნისთვის და რამხელა ბედნიერებას მოუტანს ერს!!!
ვაჟა
30 ივლისი 2021 17:02
21
კი, თითქოს კარგი იქნებოდა მაგრამ.... რამდენი კარგი და საშვილიშვილო საქმე გააკეთა ივანიშვილების ოჯახმა, ქვეყნისთვისაც, პიროვნებებისათვისაც ინდივიდუალურად და როგორ დაუფასეს ყველა ხედავთ! ასე მასიურ სატელევიზიო წყევლა კრულვაში კიდევ ექნებათ ამ ადამიანებს სურვილი კიდევ ერთი უმადური სიკეთე გააკეთონ?!
aburjga
30 ივლისი 2021 22:59
17
ბატონი ბერა მილიარდელი კია,მაგრამ გიჟი კი არაა, დინამოში გადაყაროს ფული?! რა ფინანსურ მოგებას ნახავს მაგ საქმით?
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა!
31 ივლისი 2021 12:17
10
რასაც კაცი ცხელ გულზე იტყვის ყველაფერი კი არ უნდა დაიჯეროთ. ასეთ ეპოქალურ გადაწყვეტილებებს ასე მარტივად ცხელ გულზე არ იღებენ, ამას სხვა ყველაფერთან ერთად ოჯახური თათბირიც უნდა. ასე, რომ ნუ ჩამოუშვით ცხვირი, კაცმა მთელი თავის შეგნებული ცხოვრება ძიუდოს შესწირა და ისე, როგორ დაამთავრებს კარიერას მსოფლიოს ჩემპიონი არ გახდეს. გუშინწინ მეც მართალი მეგონა, მაგრამ რომ დავფიქრდი რაღაც არ გამოდის, ამიტომ ვარლამიც დაფიქრდება და ნახავს, რომ წაგებული არ უნდა წავიდეს.
ჟორა გაბრიჭიძე
30 ივლისი 2021 17:16
14
ალბათ ოლიმპიადას გულისხმობ მსოფლიო ჩემპიონი რამოდენიმეჯერ იყო
irakli
31 ივლისი 2021 02:07
7
მართლაც დიდებული სპორტული კარიერა ქონდა ვარლამ ლიპარტელიანს, ზოგადად ძიუდოს და ჭიდაობის კიდევ უფრო განვეთარებას უნდა შეუწყოს ხელი სახელმწიფომ, ხოლო ფეხბურთი ასაკრძალია საქართველოში სახელმწიფო დონეზე!!!
JUBA
31 ივლისი 2021 19:27
6
მაგარი სპორტული თემატიკის სტატიაა
ფსშვიუ
30 ივლისი 2021 16:28
18
ძალიან :) მთელი ქვეყანა ველოდებოდით ბერას რეაქციას!
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა!
31 ივლისი 2021 12:12
0
და,რითია მაგ ბიჭის კარიერა ლეგენდარული?მეორე და მესამე ადგილებით?
Status quo
31 ივლისი 2021 00:17
32
ვარლამ ლიპარტელიანი (დ. 27 თებერვალი, 1989, ლენტეხი[1]) — ქართველი ძიუდოისტი. ევროპის 3-გზის ჩემპიონი (2012, 2014, 2016), 4-გზის ვერცხლისა (2009, 2010, 2013, 2015) და ბრინჯაოს (2011) პრიზიორი, ასევე მსოფლიოს ვერცხლისა (2013) და ბრინჯაოს (2014, 2015) პრიზიორი. მსოფლიო თასებზე მოპოვებული აქვს ხუთი ოქროს მედალი. მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის 2-გზის ჩემპიონი ახალგაზრდებში. 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ბესო
31 ივლისი 2021 10:54
4
ძველი მონაცემები გაქვს მეგობარო, ევროპაზე 3 ოქრო, 6 ვერცხლი 1 ბრინჯაო, მსოფლიოზე 3 ვერცხლი 3 ბრინჯაო
ალექს
31 ივლისი 2021 11:48
0
დიდმა სპორტსმენმა დიდი კარიერა დაასრულა!!! წარმეტებები შემდგომ კარიერაში!!!
tngh
31 ივლისი 2021 16:11
3
კიდევ ერთხელ დავრწმუნდით რომ ჭიდაობა ქართველების საქმეა. საერთოდ ყველამ უნდა გაიგოს, რომ სპორტის(აქ ლაპარაკია პროფესიულ სპორტზე) ერთადერთი დანიშნულებაა წარმატებების მოტანა სხვადასხვა რანგის უდიდეს სპორტულ შეჯიბრებებზე. ჩვენ ქვეყანას დღეისათვის სულ 131 მედალი აქვს ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული (მათ შორის 40 ოქრო) და ლომის წილი მოჭიდავეებზე მოდის-66 მედალი(მათ შორის 21 ოქრო). თუ ამას დავამატებთ ძალოსნებისა და მძლეოსნების 4 -4 ოქროს მედლებს, გამოდის რომ 40 ოქროს მედლიდან ხუთ სპორტის სახეობას მოუტანია 29 ოქროს მედალი, დანარჩენი 11 ოქროს მედალი კი სპორტის კიდევ სპორტის 9 სახეობაზე მოდის. ამას იმიტომ ვამბობ რომ ჩვენს ქვეყანაშო ოფიციალურად აღიარებულია სპორტის 90 - მდე ფადერაცია, ხოლო უღიარებელი სპორტის ფედერაციები ასეულებს აჭარბებს.დროა გამოვკვეთოთ გარკვეული სპორტის სახეობები, რომლებითაც შეიძლება კონკურენცია გავუწიოთ სხვა ქვეყნებს (ალბათ 20-25 სახეობა) და განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს მათ სახელმწიფოს მხრიდან(მაღალი დაფინანსებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით).
ლოლო
31 ივლისი 2021 23:21
2
ტყემალაძემ თუ იცის?
ზურა
31 ივლისი 2021 11:14
1
ვიცი კარგი მწვრთნელი დადგება
givi
31 ივლისი 2021 19:09
1

სიახლეები პოპულარული