"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ზურაბ ზვიადაურის დაკავებას ეხმაურება.
როგორც იცით, ყოფილ ძიუდოისტს თავდებში ცნობილი სპორტსმენები უდგებიან... ჩერგოლეიშვილმა სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
მან ხაზი იმას გაუსვა, რომ ასევე მოჭიდავე ზურა დათუნაშვილს გვერდით არავინ დაუდგა, როდესაც მასზე იძალადეს. ძალადობაში დადანაშაულებული გეგა გეგეშიძე დღესაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია, დათუნაშვილი კი სერბეთში წავიდა და ამ ქვეყნის სახელით ასპარეზობს. ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"ფაფარი რომ წამოეშალათ ზვიადაურზე, ამ კაცზე ხომ ეყარნენ ჩუმად. ამიტომაა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სპორტსმენი პოტენციური მონა", - წერს ჩერგოლეიშვილი.
ხოლო გეგეშიძესთან დაპირისპირება კი, საქართველოს პირველობაზე მოხდა, სადაც დათუნაშვილი აპროტესტებდა მსაჯის გადაწყვეტილებას. გაპროტესტების ბევრი ფორმა არსებობს, მაგრამ როგორც დათუნაშვილი ამაზრზენად იქცეოდა, ყველასთვის მოულოდნელი იყო, მიუხედავად იმისა, მისი პირადი მწვრთნელი დაშოშმინებისკენ მოუწოდებდა... ჰოდა რომ არ დაშოშმინდა და იქ მყოფებებს, მისი საქციელით შეურაცყოფას აყენებდა და ტურნირი ჩაშლამდე მიჰყავდა, გეგეშიძემ დააშოშმინა... ზვიადაური კი კაცური საქციელისთვის არის დაკავებული და მისთვის მისჯილ სასჯელსაც მოიხდის აუცილებლად...