გასული წლის საუკეთესო ქართველ მწვრთნელად დასახელებულმა ლაშა გუჯეჯიანმა 2022 წლის პირველი ტურნირისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.
28-30 იანვარს პორტუგალიის ქალაქ ალმადაში გასამართ გრან პრიზე ასეთი შემადგენლობით ვიასპარეზებთ:
გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ);
თენგო ზირაქაშვილი (-66);
გიორგი ტერაშვილი (-73);
დიმიტრი გოჩილაიძე (-81);
ნიკა ხარაზიშვილი და იმედა გოგოლაძე (ორივე -90);
გიორგი ბერიაშვილი (-100);
საბა ინანეიშვილი და გიორგი ქავთარაძე (ორივე +100)
როგორც ხედავთ, შემადგენლობა ახალგაზრდულია და მასში, ძირითადად, ის ძიუდოისტები არიან, რომელთაც საქართველოს ჩემპიონატზე გაიმარჯვეს. გრან პრიზე 45 ქვეყნის 370 ძიუდოისტი გამოვა.
IJF
17:10 11-01-2022
ძიუდოისტები 2022 წლის პირველი გრან პრისთვის ემზადებიან
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული