საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა სოციალური ქსელის მეშვეობით შოჰეი ონოს მიმართა და საქართველოში საასპარეზოდ ჩამოსვლისკენ მოუწოდა, რაც პოტენციურად ლაშა შავდათუაშვილთან დაპირისპირებას უნდა ნიშნავდეს.
მოგეხსენებათ, -73 კგ-ში მოასპარეზე იაპონელი უძლიერესი ძიუდოისტია, რომელმაც უკანასკნელ ოლიმპიადაზე ქართველი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ფინალში დაამარცხა.
ცოტა ხნის წინ შავდათუაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე გაიმარჯვა, ფინალში კი ასევე
იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს სძლია.
დაველოდოთ, 30 წლის ონო რა გადაწყვეტილებას მიიღებს...
პარიზის გრანდ სლემი. შავდათუაშვილის ოქრო და კიდევ ორი ქართული ბრინჯაო [VIDEO]
ჩვენი ჩემპიონებიც რო აღარ ჩავლენ ძიგაროკანოზე მერე იქნებ კეთილი ინებონ:)
ლაშა ლეგენდაა და მაგალითი მომავალი თაობისთვის. წარმატება ქართულ judos.