გრიგალაშვილის ბრწყინვალე რევანში და ოქროს მედალი ევროპირველობაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა.

გრიგალაშვილი ფინალში ბელგიელ მატიას კასეს დაუპირისპირდა, რომელთანაც ოლიმპიადაზე ბრინჯაოსთვის ბრძოლა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წააგო, ამჯერად კი ყველა კომპონენტში დაჯაბნა და გაიმარჯვა.

ტატო პირველ წრეში თავისუფალი იყო, შემდეგ კი გადამწყვეტ ბრძოლამდე ფინელი ოსკარ მაკინენი, გერმანელი ტიმ გრამკოუ, უნგრელი ატილა უნგვარი და უკრაინელი სერგი კრივჩაჩი დაამარცხა.

სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ).

გუშინ ტურნირზე ბრინჯაოს მედალს ეთერ ლიპარტელიანი (
57 კგ) დაეუფლა.

1-ელ მაისს სოფიის ტატამზე 5 ქართველი ძიუდოისტი გავა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ბრავო ტატო, გვეამაყები!
***
03 მაისი 2022 21:51
0
ჩემპიონობაზე ძალიან ის გამიხარდა, ამ ბელგიელს, რომ მოუგო. ეშმაკი მოჭიდავეა, მაგრამ შანსი არ მისცა.
დიმა
01 მაისი 2022 09:13
0
მკიდია რუსეთი და ნებისმიერი ნოწინააღმდეგე ამ ბიჭში იმიდენა პტენციალია რომ ოღონდ წარსული შეცდომა გაიაზროს და დამიჯერეთ ისტორიად დაწრრს და იცოდეთ საერთოდარ ვიცნობ არც მას და ატცარავისმისი საახლობლოდან მხოლოდ ქვეყნის სიყვარული ფა ვინცარუნდა იყოს ბიჭებო და გოგონე ო მე თქვენთვის ყოველთვის ვლოცულობ უფალნა გაგაძკიეროთ მე უბრაკო გულშემატკივარ არაფრით გამორჩეული მხოლოდ გთხოვთშამშობლოსათვის თავი არ დაზოგოთ გეცვას აბჯარი უდიდესი პადუხისმგებლობაა და ამასთანავე უდიდესი ბედნიერება წარმოადგენდე შენს ოჯახს შენს ქუჩას შენს უბანს შენს ქალაქსათუ სოფელს მადლიერი ქართველუ ერი არასდროს ივიწყებს თავის შვილებს
კახა
30 აპრილი 2022 23:11
1
ყოველთვის მჯეროდა ამ ბიჭის და ის რაც ოლიმპიადაზე შეემთხვა ზყსტად საჭირო იყო არასოდეს დაკარგო თავიდა გახსოვდეს ვისი გორისა ხარ! ყველას მივმართავ ვისაც ეროვნული მაისური გაცვიათ დაიხსომეთ ეს მაისური კიარა აბჯარია.. გენეცვალე წარმატებები
კახა
30 აპრილი 2022 22:58
0
სულ გამარჯვებებით გევლოს!!!...
კობა
30 აპრილი 2022 22:11
0
ჩვენების მთავარი კონკურენტი რუსეთი არ არის და ამიტ უნდა ვისარგებლოდ, მეტი ოქრო შეგვიძლია მოვიგოთ
ალეკო
30 აპრილი 2022 20:30
9
ჩვენი მთავარი კონკურენტია იაპონია და მერე დანარჩენი ერთად.
გლახუნა
30 აპრილი 2022 23:16
0
რუსეთი ჩვენი მთავარი კოკურენტი არასდროს ყოფილა ძიუდოში.
Chaachi
30 აპრილი 2022 22:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული