შავდათუაშვილმა ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუდაპეშტის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

შავდათუაშვილი ფინალში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონთან, აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვთან დამატებით დროში დამარცხდა.

ლაშამ გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო და გადამწყვეტ ბრძოლამდე ამერიკელი დომინიკ როდრიგესი, მონღოლი ოდბაიარ განბაარატი, იტალიელი ფაბიო ბასილე და პოლონელი ადამ სტოდოლსკი დაამარცხა.

სამწუხაროდ, მედლების გარეშე დარჩნენ გიორგი შერაზადიშვილი და ზაურ დვალიშვილი (ორივე 81 კგ).

მკითხველის კომენტარები / 2 /
რატომ არ აჩვენებთ ფინალებს?
ჯიჯი
10 ივლისი 2022 09:41
0
როგრ ფორმაშიც არის მაქსიმუმს დებს თითქმის ყოველთვის. მადლობა ლაშასლს.
რა აქ მოსატანია და - უიმბლდონი მორჩა რამის და თითქოს არც არსებობს თქვენი პორტალისთვის. -თან რა თამაშები იყო არაერთი.
rable
09 ივლისი 2022 23:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული