ლაშა გუჯეჯიანმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის უძლიერესი შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა Live.ge-ის პირდაპირ ეთერში ტაშკენტის მსოფლიოს ჩემპიონატის ვაჟთა შემადგენლობა დაასახელა:

- 60 კგ - ლუხუმ ჩხვიმიანი

- 66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი

- 73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი

- 81 კგ - ტატო გრიგალაშვილი

- 90 კგ - ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე

- 100 კგ - ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი

+ 100 კგ - გურამ თუშიშვილი

გუნდური პირველობისთვის ნაკრებს გიორგი ტერაშვილი (- 73 კგ) და ბექა ღვინიაშვილი (- 90 კგ) დაემატებიან.

ქალთა შემადგენლობიდან ჯერჯერობით
ცნობილია, რომ ტაშკენტში ტატამზე ეთერ ლიპარტელიანი და სოფიო სომხიშვილი წარდგებიან.

შეგახსენებთ, უზბეკეთში მსოფლიოს ჩემპიონატი 6-13 ოქტომბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 24 /
საკუთარ ძალებს გადაჭარბებით რომ შეაფასებ, მხოლოდ შეჯიბრებების წინ რომ ივარჯიშებ და დანარჩენ დროს გაერთობი, ამით წინ ვერ წახვალ!!! მოდის ახალგაზრდა თაობა, უფრო მონდომებული და ძლიერი! გუჯეჯიანმა ვერ შეარჩია უძლიერესი ნაკრები !!!
!!!
08 ოქტომბერი 2022 10:11
0
საკუთარ ძალებს გადაჭარბებით რომ შეაფასებ, მხოლოდ შეჯიბრებების წინ რომ ივარჯიშებ და დანარჩენ დროს გაერთობი, ამით წინ ვერ წახვალ!!! მოდის ახალგაზრდა თაობა, უფრო მონდომებული და ძლიერი! გუჯეჯიანმა ვერ შეარჩია უძლიერესი ნაკრები !!!
!!!
08 ოქტომბერი 2022 10:10
0
მეც ვურჩევდი ალბათ ბექას. საუდის არაბეთი - რატომაც არა. დაუფასდება კაცს შრომა -ასაკში მაინც.
qartveli
28 სექტემბერი 2022 10:01
1
წარმატებები ❤️
გიორგი
26 სექტემბერი 2022 21:43
0
ერტ რამედ გირს ბექას ცჰიდაობის კურება ტუდაც ცააგოს.მე რომ, რამრს ვცკვიტავდე ურცჰევდი სადმე ევროპასჰი ცასვლას.სიხარულიტ მიიგებდა კველა ნაკრები.ერტი ტხოვნა მაქვს, ბექა სჰვილო ოგონდ ოსმალეტი ა რ ა,და არააააა.
kako
22 სექტემბერი 2022 14:41
1
არა მგონია ჩხვიმინმა და მარგველაშვილმა პარიზის ოლიმპიადა იჭიდაონ, ამიტომ საჭიროა ცვლა მოუმზადონ.
გაბრა.
20 სექტემბერი 2022 23:49
0
მე. რომ ამბობ, ევროპის მოგებით ნუ ბაქი-ბუქობს მაისურაძეო, ღვინიაშვილს 10-ჯერ მეტჯერ აქვს ევროპა ნაჭიდავები, შევიდა როდისმეს ფინალში? ერთი გასაცოდავებული მესამე აიღო როდიღაცას, ანუ რატომღაც ბექა ოფიციალურ ტურნირებს ვერ ჭიდაობს და რამდენჯერ უნდა ენდონ? სამწუხაროდ, ბექა უკვე წარსულია ქართული ძიუდოსთვის და ქართულ ჭიდაობაზე თუ გადაერთვება, მეტ წარმატებას მიაღწევს.
ჟორა
20 სექტემბერი 2022 23:44
2
ლუკასი ძალიან მეიმედება სამომავლოდ მაგრამ ევროპის ჩემპიონიაო ტყუილად ნუ წერთ გადახედეთ ვის მოუგო მანდ და ბოლოსაც დაბალი რანგის ტურნირზე ვერ იჭიდავა. ბექა ცალსახად პირველი კანდიდატი უნდა ყოფილიყო 90-ში
აჩი
14 სექტემბერი 2022 18:44
2
აჩი, მომავალში რომ გეიმედება და მომავალი რომ აქვს, სწორედ იმიტომ უნდა დააყენონ, რათა წონაში კარგი ადაპტაცია გაიაროს. ხომ ნახე ჭრიკიშვილს საერთოდ არაფერი გამოუვიდა 90-ში.
გაბრა.
24 სექტემბერი 2022 23:22
0
შემადგენლობა ოპტიმალურია, მაგრამ საქართველოს აქვს იმისი რესურსი, გუნდურში სხვა გუნდი დააყენოს. რაც შეეხება ღვინიაშვილს, მაგის ადგილი გუნდში მართლაც არ იყო. ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია და ბოლო ტურნირიც ცეკვა-ცეკვით მოიგო. მაისურძემ წელს ევროპა მოიგო და ბოლო ტურნირზე დასამახსოვრებელი შეხვედრები მოიგო. ასის გაორებაც გამართლებულია, რადგან სულამანიძეს დიდი ტურნირების გამოცდილება სჭირდება, არავინ იცის პარიზის ოლიმპიადას ვინ იჭიდავებს. რაც შეეხება მძიმეს, აქ გუნდურში აუცილებლად სხვა უნდა დაეყენებიათ, რადგან თუშო წინა დღეს იჭიდავებს და საეჭვოა დასვენება მოასწროს, ამასთანავე რეზერვის გაზრდა და გამოცდილებაცაა საჭირო.
ჟორა გაბრიჭიძე
14 სექტემბერი 2022 17:34
5
66 კგ-ს ნაცვლად მძიმე წონა გაეორებინათ, ის ჯობდა, მარგველაშვილის იმედი არ მაქვს, რატომღაც მგონია თავდაჯერებულება აკლია, და წონის რეიტინგის ლიდერებთან რატომღაც შეშინებული მეჩვენება.
გიზო რაჭველი
14 სექტემბერი 2022 15:58
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული