საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა Live.ge-ის პირდაპირ ეთერში ტაშკენტის მსოფლიოს ჩემპიონატის ვაჟთა შემადგენლობა დაასახელა:
- 60 კგ - ლუხუმ ჩხვიმიანი
- 66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი
- 73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი
- 81 კგ - ტატო გრიგალაშვილი
- 90 კგ - ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე
- 100 კგ - ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი
+ 100 კგ - გურამ თუშიშვილი
გუნდური პირველობისთვის ნაკრებს გიორგი ტერაშვილი (- 73 კგ) და ბექა ღვინიაშვილი (- 90 კგ) დაემატებიან.
ქალთა შემადგენლობიდან ჯერჯერობით
ცნობილია, რომ ტაშკენტში ტატამზე ეთერ ლიპარტელიანი და სოფიო სომხიშვილი წარდგებიან.
შეგახსენებთ, უზბეკეთში მსოფლიოს ჩემპიონატი 6-13 ოქტომბერს გაიმართება.