ქართველმა ძიუდოისტმა პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ კი მიყოლებით ფრანგი უმალ დიარო, დომენიკელი დელ ორბე კორტორეალი და იაპონელი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ტაკანორი ნაგასე დაამარცხა.
ფინალის საგზურისთვის გრიგალაშვილი აზერბაიჯანელ საედ მოლასის შეხვდება.
ამავე წონაში მეოთხედფინალშია ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილ ბორჩაშვილი, რომელიც მოქმედ მსოგლიოს ჩემპიონს, ბელგიელ მატია კასეს უნდა შეხვდეს. ნუგზარ ტატალაშვილა მეორე წრეში ნაგასესთან წააგო და ასპარეზობა ნაადრევად დაასულა