ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია

AutoSharing Option
ტაშკენტში მიმდინარე მსოფლუოს ჩემპიონატის მე-4 საჭიდაო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე -81 კგ-ში ტატო გრიგალაშვილი ნახევარფინალში გავიდა.

ქართველმა ძიუდოისტმა პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ კი მიყოლებით ფრანგი უმალ დიარო, დომენიკელი დელ ორბე კორტორეალი და იაპონელი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ტაკანორი ნაგასე დაამარცხა.

ფინალის საგზურისთვის გრიგალაშვილი აზერბაიჯანელ საედ მოლასის შეხვდება.

ამავე წონაში მეოთხედფინალშია ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილ ბორჩაშვილი, რომელიც მოქმედ მსოგლიოს ჩემპიონს, ბელგიელ მატია კასეს უნდა შეხვდეს. ნუგზარ ტატალაშვილა მეორე წრეში ნაგასესთან წააგო და ასპარეზობა ნაადრევად დაასულა
მკითხველის კომენტარები / 1 /
გენაცვალე ტატო! წარმატებებს და ჩემპიონობას გისურვებ!
არჩილ
13:27 09-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული