რევანში აღებულია - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიიოს ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უზბეკეთში მიმდიბარე მსოფლიოს ჩემპიონატის მე-4 საშეჯიბრო დღეს, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოიგო.

ქართველმა ძიუოისტმა ფინალში მოქმედი გამარვებული, ბელგიელი მატიას კასე დამატებით დროში ლამაზი ილეთით დაამარცხა და მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე ფინალში წაგებისთვის რევანში აიღო.

ოქროს მედლის გზაზე ტატომ ფრანგი უმალ დიარო, დომენიკელი დელ ორბე კორტორეალი, იაპონელი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ტაკანორი ნაგასე და აზერბაიჯანელი საედ მოლასი დაამარცხა.

22 წლის ტატო გრიგალაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეექვსე მსოფლიო ჩემპიონია.

4 დღის შემდეგ საქართველოს 1-ი ოქროს მედალი აქვს, ხვალ კი ტატამზე
-90 კილოგრამში მონაწილე ძიუროისტები ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე წარსდგებიან.

მკითხველის კომენტარები / 21 /
რა იბრძოლა და როგორ დაამთავრა მაგას ვენაცვალე გულში !!!
Sandro
09 ოქტომბერი 2022 17:22
0
ტაქტიკურად იმუშავეს მაგრად გუჯეჯიანმაც და ტატომაც .ყოჩაღ ტატო .
vova
09 ოქტომბერი 2022 17:41
0
ძალიან დიდი ფასი ჰქონდა ამ გამარჯვებას. მსაჯმა ყველაფერი გააკეთა, რომ საბოლოოდ გაფრთხილებებით მოეგო კასეს, უბრალოდ ტატომ უფრო მეტი გააკეთა და მაინც დააგდო!
გიო
09 ოქტომბერი 2022 19:06
0
დიახ, აშკარად მსაჯის სიმპათიები კასესკენ იყო. დიახ ფიქრობდა რომ შიდოებით მოაგებინებდა. დღეს ტატომ სამი კაცი დაამარცხა - 1. თავისი თავი (ჩაიცხრო ტემპერამენტი და დადინჯდა) 2. მსაჯო და 3. თითონ კასე! დიდებული იყო ეს გამარჯვება! ქართული გენი უძლიერესია! დიდება საქართველოს, დიდება ქართულ გენს!
aburjga
09 ოქტომბერი 2022 21:52
0
ტატოოოო!! რა ბრძოლა იყო ეს, დაუვიწყარი უბრალოდ და რა დასასრული!! ჭრიკის და პიეტრის ფინალი გამახსენდა
ალექს
09 ოქტომბერი 2022 17:19
0
მაგარი ჭიდაობა იყო. ასეთ ბრძოლაში გამარჯვება განსაკუთრებით დასაფასებელია!
შეტევა
09 ოქტომბერი 2022 21:32
0
გილოცავ! ეს ერთი და სხვა მრავალი.
რატი
09 ოქტომბერი 2022 17:24
0
შენ გახარე გილოცავ
კახა
09 ოქტომბერი 2022 19:16
0
რევანში და თან რა რევანში...ფიზიკურადაც აჯობა და ბოლოს ბრწყინვალე ქართულით..დიდი გამარჯვებები აწი იწყება ..წარმატებები ტატოს..
ბუჯანგა
09 ოქტომბერი 2022 21:08
1
რა ბრძოლა იყო და რა მაგარი ლამაზი დაბოლოება
Vaa
09 ოქტომბერი 2022 19:01
0
ტატომ დღეს დაგვანახა, რომ კასეზე ძლიერია ყველანაირად. გავიდა და მოუგო. ტაკტიკურ ჭიდაობას რომ აყოლოდა შესაძლოა კიდევ ერთი შიდო მიეღო და მოეხსნათ. უშუალოდ ეჭიდავა ბოლოს და ახლო ბრძოლაში დაჩაგრა.
გილოცავ ტატო და ვულოცავ საქართველოს
rable
09 ოქტომბერი 2022 18:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული