კაპიტანი უმედლოდ დარჩა - ლიპარტელიანმა მალევე წააგო, სულამანიძე რეპეშაჟშია

AutoSharing Option
ტაშკენტში ძიუდოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მე-6 საასპარეზო დღეს ტატამზე ორი ქართველი სპორტსმენი, ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე ვიხილეთ.

პირველი მათგანი, რომელიც ამავდროულად საქართველოს ნაკრების კაპიტანიც გახლავთ, უმედლოდ დარჩა.

"ლიპო" საწყის რაუნდში ისვენებდა, მეორე წრეში ესტონელი გრიგორი მინასკინი იპონით კი დაამარცხა, მაგრამ მერვედფინალში უზბეკ მუზაფარბეკ ტურობოიევთან წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

რეპეშაჟშია 100 კგ-ში მოასპარეზე ილია სულამანიძე. ის მეოთხედფინალში კანადელ კაილ რეიესსთან დამარცხდა, იქამდე კი გერმანელ დანიელ ჰერბსტსა და თურქ მერტ სისმანლარს სძლია. რეპეშაჟში სულამანიძის მეტოქე მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი, პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა
იქნება.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ერთი წელი იგულავა, მერე მოუნდა ისევ, ეგრე სადაა, მიეცით გასაქანი ახალგაზრდებს...
მეიცა
11 ოქტომბერი 2022 20:53
3
სანებლიძემ რამდენიმე ტურნირზე კარგი შედეგი დადო, ხოდა გაორების შემთხვევაში ერთ-ერთი ის უნდა ყოფილიყო.
rable
11 ოქტომბერი 2022 19:55
1
კაპიტანს გემი ჩაეძირა და ტივით განაგრძო ცურვა.. ყოჩაღ ყოყლოჩინა კაპიტანო!
კ ო მ ბ ლ ე
11 ოქტომბერი 2022 23:31
4
Ბოლოს და ბოლოს, ხომ როდის უნდა მიხვდე, რომ მსოფლიოზე შანსი არაა რამეს მიაღწიო? Ან რომელიმე სერიოზულ ტურნირზე... Ვეღარ ჭიდაობ, განარცხებებ, გჩაგრავდნ ამხელა ლომკაცს, ხოდა წადი რა და გზა დაულოცე ახალგაზრდებს...
დავითი
11 ოქტომბერი 2022 22:15
3
აკი ნათლუხის ბაზარშიმიდის მეჩეკედო? რავა დირეხტორობა მოუნდა თუ? ისტე ჯანი ქე აქვს და ვისაც აქვს იმისია ვლასტიც...
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
11 ოქტომბერი 2022 15:06
19
„კაპიტან“! „ალი ფაშამ გვიღალატა“ და „ბებრის რქებიცაო“ ამ სამიდან კაპიტანმა ერთი მაინც თუ იმღერა კიდო არაუშავს სიმონ!
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
11 ოქტომბერი 2022 15:03
19

სიახლეები პოპულარული