რამ გამოიწვია ძიუდოისტების არადამაკმაყოფილებელი შედეგი? - გუჯეჯიანი მტკივნეულ ცვლილებებთან...

AutoSharing Option
ძიუდო ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არა მხოლოდ საჭიდაო, არამედ ზოგადად, სპორტის სახეობაა. ჩვენი ძიუდოისტებიც წარმატებულები არიან და გამარჯვებებით გვანებივრებენ. შედეგი თითოეულ ტურნირზე მნიშვნელოვანია, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატი ისაა, სადაც მოლოდინები და სურვილები განსაკუთრებით მძაფრია. ლაშა გუჯეჯიანის გუნდში ახლაც გვყავს მსოფლიო ჩემპიონი და (4) მედლების რაოდენობით (თუმცა, ხარისხი გავაუარესეთ) შარშანდელი შედეგი გავიმეორეთ, მაგრამ ჩვენ მეტის რესურსი და შესაძლებლობა გვაქვს, შესაბამისად, ჯანსაღი კრიტიკა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია - უპირველესად, სამწვრთნელო შტაბისა და თავად მოჭიდავეების, შემდეგ კი ჟურნალისტებისა თუ გულშემატკივრების მხრიდან...

Sportall.Ge

ნებისმიერი ტურნირის დროს, როცა
შემადგენლობის დასახელება მწვრთნელის პრეროგატივაა და შედეგი არ ამართლებს, დგება საკითხი, რამდენად სწორად იყო მონაწილეები შერჩეული. ზუსტად არავინ იცის, რა როგორ აჯობებდა, თუმცა იოლია იმის თქმა, თუ რა არ გამოვიდა. ბოლო პერიოდში სულ მიდიოდა მსჯელობა, მთავარ მწვრთნელს მტკივნეული და რადიკალური ცვლილებების განხორციელება არ გაძნელებოდა. ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ და მომდევნო ოლიმპიადის (2024 წელს, პარიზში) ციკლში ამის გაკეთება აუცილებლობა გახდება, თუმცა, ფაქტი ისაა, რომ პროცესი ერთგვარად შენელდა.

რა თქმა უნდა, რთულია, როცა ტიტულოვან თუ გამოცდილ მოჭიდავეებთან მიმართებით გადაწყვეტილების მიღება გიწევს, თუმცა მარტივად შეგვიძლია დავთვალოთ, რომ ახლანდელი მედლების უმეტესობა ახალ თაობას ეკუთვნის - ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე (ბრინჯაო გურამ თუშიშვილმაც მოიპოვა). ეს არ ნიშნავს, რომ ნაკრები მთლიანად საკმაოდ პროგრესული ახალგაზრდებით დავაკომპლექტოთ, უბრალოდ, კონკრეტული ტურნირის წინ, გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ შესაბამისი სპორტული ფორმის გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

Sportall.Ge

რა ვნახეთ ყველაზე კარგი? - გაცილებით დაღვინებული და დინჯი ტატო გრიგალაშვილი (-81), რომელიც შესაძლოა, იდეალურ ფორმაში სულაც არ იყო, თუმცა ევროპის ჩემპიონობას მსოფლიოს საუკეთესოს ტიტული იმის ხარჯზე დაამატა, რომ თავისივე შეცდომები ბოლომდე გაიაზრა. ტატომ მომდევნო ოლიმპიადაზე ის უნდა აინაზღაუროს, რაც წინაზე დააკლდა და ოქროს მედლისთვის იბრძოლოს...

Sportall.Ge

რა იყო სამწუხარო? - შესაძლოა, ზოგჯერ მსაჯების ორმაგ სტანდარტზე მივუთითოთ, მაგრამ ძალიან დასანანი იყო, რაც ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს (-90) შეემთხვა და მეტოქესთან, რომელთანაც ოლიმპიადაზე გამარჯვება აკრძალული ილეთის გამო ჰქონდა მოპოვებული, ახლა მსგავსი მიზეზით თავად დამარცხდა. სოციალურ ქსელებში რამდენიმე მოსაზრებას წააწყდებოდით, თითქოს, ბექაურმა შესაბამისი მონდომება დააკლო, რაც ასე ნამდვილად არაა - ტრავმის შემდეგ, ის სრული მონდომებით ცდილობდა, ჩვეული ფორმა აღედგინა.

რამ დაგვაფიქრა? - დიდი პოტენციალის მიუხედავად, ილია სულამანიძე (-100) მის სრულად გამოვლენას ვერ ახერხებს, თუმცა ეს ის უნდა იყოს, რაც გამოცდილებასთან ერთად აუცილებლად მოვა. მთავარია, მანაც ბევრი იმუშაოს და თანაგუნდელების კარგი მაგალითები გაიაზროს.

ოლიმპიადამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი, ლაშა გუჯეჯიანი და მისი სამწვრთნელო შტაბი მზად უნდა იყოს, როგორც გარკვეული მიდგომების, დამოკიდებულებისა და შინაარსის ცვლილებებისთვის, ასევე, საკადრო საკითხების უფრო მეტი მუშაობით გადაწყვეტისთვის. გუჯეჯიანს ნამდვილად შეუძლია, კვლავ ის მუხტი, ერთსულოვნება და წარმატებები გვქონდეს, რაც ჩვენს ძიუდოისტებში ასეა გამჯდარი. არავინ ამბობს, რომ სამწვრთნელო შტაბში ინდივიდუალური ცვლილებებია საჭირო, თუმცა იმისთვის რომ არსებულზე მეტს მიაღწიო, დღევანდელ მდგომარეობაში სიახლეებია შესატანი.

altკაპიტანი უმედლოდ დარჩა - ლიპარტელიანმა მალევე წააგო, სულამანიძე რეპეშაჟშია

alt"ოქრო არაა, მაგრამ იცოდეთ, რომ" - ლაშა ბექაურის პოსტი ბრინჯაოს მოპოვების შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 19 /
გაცილებით მკაცრი კრიტიკაა საჭირო!
ძიუდოდ ლიდერი ვართო და თითქმის ყოველ ტურნირზე 1 ოქროთ ჯერდებიან (?!), თან რომ თავს იქებენ ?!
გაცილებით პასუხისმგებლობით უნდა ავარჯიშონ ბიჭები, ფიზიკურად, ტექნიკურად, გამძლეობისათვის, ილეთების ფართო არსენალით, რაც გუჯეჯიანს შეუძლია (!),ყოველი ლიდერი მეტოქე, განსაკუთრებით იაპონელების ჭიდაობის ვიდეო ჩანაწერებს უნდა უყურებდნენ -სუსტი მხარეები მოძებნონ და .. . მოკლედ პროფესიული მიდგომაა საჭირო, მარტო ნიჭი და შემართება არ არის საკმარისო, ს ა ჭ ი რ ო ა ყოველმხრივი მომზადებაა ,რაც ა რ არის და ამიტომ 1 ოქროს ამარა ვრჩებით.
ხო, ბიჭები ყველა ლიდერია და მინიმუმ 3 ოქრო უნდა ჩამოქონდეთ ყოველ მსოფლიო, თუ ოლიმპიური ტურნირებიდან- გაცილებით სწორი, ყოველმხრივი მომზადება რომ ქონდეთ!!!

კახაბერი
16 ოქტომბერი 2022 17:41
5
მოიცა მოიცა ესენი რომ წავიდნენ 70%ვინ უნდა მოვიდეს მერე ერი აუცილებლად ის უნდა წავიდეს ვინც ჩემი მთელი ცხოვრება ვგულშემატკივრობ რას იზამ ძმაო მატარებელი მიდის არ ჩერდება და არს დაგელოდება შენ იმდენს მიაღწიე ჩემო ძმაო ერთი სახელმწიფომ შეიძლება იმდენი მედალი ვერ მოუტანოს თავის ქვეყანას.ყველას დიდი მადლობა მინდა მოვუხადო გენაცვალედ გულში მაგრები ხართ ღმერთმა ხელი მოგიმართოდ სუყველას გილოცავთ სვეტიცხოვლობას მისი მადლი და კალთა გფარავდეთ
კაკაო
14 ოქტომბერი 2022 15:28
0
აბა რას ამბობ, შენ ამ ძველგაზრდების იმედზე ხარ 2024 წლის ოლიმპიადისათვის? გამოიყვანეთ ნიჭიერი ახალგახრდები, რა არ არიან, თუ მათაც ხელისწამკვრელი პატრონი სჭირდებათ? ვერ ხედავთ, რომ ნაკრებში კონკურენცია არ იგრძნობა და ახალბედებს ნაკრებში არ აკარებენ? დიახაც, რომ შესაცვლელია ნაკრების მთელი მწვრთნელთა შემადგენლობა!!!
კაკო ხარ თუ კაკაო
15 ოქტომბერი 2022 19:03
3
ქართული ძიუდო სამწუხაროდ ერთ ადგილზეა გაყინული და საერთოდ აღარ ვითარდება..
თემური
14 ოქტომბერი 2022 01:53
10
Რაც მოგივა დავითაო,ყველა შენი თავითაო.
Შედეგი თუ გვინდა 70% უნდა წავიდეს ნაკრებიდან.მწვრთნელებიდან დაწყებული.რაღაც რო ვერ არი ნაკრებში ბევრი შეამჩნევდით.მე ვიღაც ვიღაცეებს უკვე ვეღარ ვხედავ ნაკრების გარშემო და ეს ცუდად მენიშნა
jordan beli
13 ოქტომბერი 2022 20:42
9
ღვინიაშვილი უეჭველი ჩემპიონი გახდებოდა. ახლა კარგ ფორმაშია.
ბეჟან
13 ოქტომბერი 2022 19:58
5
ფული არ ეყოთ, ან მაგრად გაძღნენ და... დაიკიდეს ფეხებზე. აბა ღაბაბები შეუმოწმეთ, ვის რამდენით აქვს გაზრდილი?
კ ო მ ბ ლ ე
13 ოქტომბერი 2022 19:19
11
არ ეტყობათ რეგულარული ვარჯიში და დონის მატება.რაც იციან იმას არ აუმჯობესებენ.ფსიქოლოგიურად მიუმზადებლებია---სანებლიძე,მაისურაძე.ეტყობა რეჟიმსაც არღვევენ.სამწუხაროა-- ეტყობა მთავარი მწვრთნელი ვერ სთხოვს საჭირო დონეზე
მიმინო
13 ოქტომბერი 2022 18:32
2
რა თქმა უნდა, ვარლამს უნდა დათანხმებოდნენ ოლიმპიადის შემდეგ რომ წავიდა. ევროპის ჩაგდების შემდეგ მსოფლიოზე აღარ უნდა დაეყენებიათ. ჩხვიმიანი ის აღარ არის, რომ ციდან ვარსკვლავები მოწყვიტოს და აღარც ცდილობს ამას, ამიტომ თუ ცივი შხაპი არ გადაასხით (ანუ არ უნდა დაგეყენებიათ მსოფლიოზე), ვეტერანების მსოფლიოსაც ვეღარ მოიგებს. თუშიშვილი ძალიან ცოტა ტურნირს ჭიდაობს და შედეგიც სახეზეა, ამიტომ გაორება სწორედ აქ უნდა გაკეთებულიყო. დამაფიქრებელია შავდათუშვილის ჭიდაობა, ილეთის გაკეთების გარეშე ჩაამთავრა ჩემპიონატი. ერთი სიტყვით ძველი დამსახურებისათვის ყველას მადლობა, მაგრამ ძიუდო საქართველოში უნდა წინ წავიდეს და ამისთვის ახალი სისხლია საჭირო, თუნდაც 66 კგ. ავიღოთ.
ჟორა გაბრიჭიძე
13 ოქტომბერი 2022 17:26
2
სანამ სპორტში პოლიტიკოსობას არ შევეშვებით, არაფერი გამოვა, მწვრთნელებად დამნაშავეები გვყავს, პარლამენტში ძველი სპორტსმენები, მეშინია ხვიჩაც არ გახვიონ პოლიტიკაში, ერთი დიდი ნათელი წერტილი დაგვრჩა ქართველებს და იმით ვხარობთ ამ გაუხარელ ყოფაში, მადლობა ხვიჩა, ნურავის აყვები, იშრომე შენი სამშობლოსთვის, შენი მშობლებისთვის, შენი სიყვარულისთვის, შენ კი ყველა ჩვენგანის სიამაყე და სიხარული ხარ
პატრიოტი
13 ოქტომბერი 2022 17:03
11
ნაციონალი ხვიჩას აშენდეს ცოტა უცნაურია
გოჩა
13 ოქტომბერი 2022 18:01
12
ვეთანხმები სტატიის ავტორს. დიდი დამსახურების და პატივისცემის მიუხედავად, დროა ლიპარტელიანმა. თუშიშვილმა, ჩხვიმიანმა…ასპარეზი ახალგაზრდა თაობას დაუთმონ. მადლობა ბიჭებს!!
მათე
13 ოქტომბერი 2022 16:10
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული