გურამ თუშიშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე ტედი რინერი დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გორში ძიუდოს 2022 წლის ჩემპიონთა ლიგა დაიწყო. რამდენიმე წუთის წინ, +90 კგ-ში მოასპარეზე გურამ თუშიშვილმა 10-გზის მსოფლიოს, 5-გზის ევროპის და 2-ჯერ ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, ლეგენდარული ტედი რინერი ვაზარით დაამარცხა.

ამ გამარჯვებით გურამმა "მებრძოლი" "პარი სენ ჟერმენთან" 3:1 დააწინაურა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას 3 ქართული კლუბი იღებს: "გოლდენ გორი", "მებრძოლი" და "არეა".

ქართველ ძიუდოისტებს წარმატებებს ვუსურვებთ.


მკითხველის კომენტარები / 19 /
კაგეურას შემდეგ ყველა მეტი სითამამით ეჭიდავება რინერს. ისე მართლა მხეცი ვინმეა, მაგრამ ხერხი ჯობია ღონესაო ტყუილად კი არ უთქვამთ.
ჟორა გაბრიჭიძე
18:12 02-12-2022
0
გენაცვალე გულში გენაცვალე სულში მაგარი კაცი ხარ გენაცვალე, გენაცვალე, გენაცვალე ვახ ეს რა ვნახე ტო ღმერთმა ხელი მოგიმართოს ძმაო ჩემო.ერთი გამაგებინეთ რომელიმე არხმა გადმოსცა ეს ორთაბრძოლა? მე ვერცედ არხზე ვერ ვიპოვე და თუ იცით რომელიმე არხმა გადმოსცა ეს ბრძოლა?დაწერედ თუ არ გეზარებად
კაკო
11:49 27-11-2022
1

სიახლეები პოპულარული