გურამ თუშიშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე ტედი რინერი დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გორში ძიუდოს 2022 წლის ჩემპიონთა ლიგა დაიწყო. რამდენიმე წუთის წინ, +90 კგ-ში მოასპარეზე გურამ თუშიშვილმა 10-გზის მსოფლიოს, 5-გზის ევროპის და 2-ჯერ ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, ლეგენდარული ტედი რინერი ვაზარით დაამარცხა.

ამ გამარჯვებით გურამმა "მებრძოლი" "პარი სენ ჟერმენთან" 3:1 დააწინაურა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას 3 ქართული კლუბი იღებს: "გოლდენ გორი", "მებრძოლი" და "არეა".

ქართველ ძიუდოისტებს წარმატებებს ვუსურვებთ.


მკითხველის კომენტარები / 19 /
კაგეურას შემდეგ ყველა მეტი სითამამით ეჭიდავება რინერს. ისე მართლა მხეცი ვინმეა, მაგრამ ხერხი ჯობია ღონესაო ტყუილად კი არ უთქვამთ.
ჟორა გაბრიჭიძე
02 დეკემბერი 2022 18:12
0
გენაცვალე გულში გენაცვალე სულში მაგარი კაცი ხარ გენაცვალე, გენაცვალე, გენაცვალე ვახ ეს რა ვნახე ტო ღმერთმა ხელი მოგიმართოს ძმაო ჩემო.ერთი გამაგებინეთ რომელიმე არხმა გადმოსცა ეს ორთაბრძოლა? მე ვერცედ არხზე ვერ ვიპოვე და თუ იცით რომელიმე არხმა გადმოსცა ეს ბრძოლა?დაწერედ თუ არ გეზარებად
კაკო
27 ნოემბერი 2022 11:49
1
ვიდეოს წარწერის პონტში ვიცოდი რო მოიგო თუშომ მაგრამ არ ვიცოდი როგორ და წინა მომენტში სანამ თუშო შეცდომაზე დაიჭერდა რინერს და ვაზარს აიღებხა იყო მომენტი როცა თუშო არაქართულად ფაესხა თავს რინერს უკნიდან და ვიფიქრე ოღონდ ამით არ მოეგო მეთქი და კიდევ კაი რო გამართლდა ჩემი სურვილი და ქართულაფ დაამარცხა ფრანგი ანუ თავს კი არ დაესხა მტერს, თავი დაიცვა ქართულად, რასაც ამ სპორტში, ასეთ შემთხვევებში , ასეთი წინადადებით მოიხაენებენ ხოლმე, შეცდომაზე დაიჭირა...
ილიავარ...
27 ნოემბერი 2022 01:45
0
ის ქულის ასაღებად კიარ დაესხა რაღაც არ მოეწონა ფეხი რო გადატრა ალბათ ფრანგმა და უპასუხოთ არ დატოვა თორე მაგაში ქულას არავინ მიცემდა იცოდა
მოსეხონელი
27 ნოემბერი 2022 09:13
1
ნამდვილი ლომი ხარ!!! ქართველი ერის სახელით გთხოვ 2 წელი წყალში ჩადექი, ივარჯიშე ბოლომდე და საფრანგეთში ოლიმპიური ოქრო შენი და ქართველი ერის იქნება. წარმომიდგენია რა ბედნიერი იყავი ლეგენდა ტედიზე გამარჯვებით.
TJ
26 ნოემბერი 2022 17:57
1
კარგია რა თქმა უნდა, მარა როცა ასეთი შესაძლებლობები გაქ არ მესმის, როგორ უნდა წააგო ოლიმპიადის ფინალი კრპალეკთან?ეჰ
რრრ
26 ნოემბერი 2022 17:15
1
ძალიან მაგარია! უდიდესი წარმატებები გურამს მომავალშიც!
ვახო...
26 ნოემბერი 2022 17:04
0
მსაჯი სინდის ნამუსისგან სრულიად გარეცხილი გახლდათ, გენაცვალე თუშო, საამაყო კაცი ხარ, წარმატებები მაგარო ქართველო
გიო
26 ნოემბერი 2022 16:50
1
გურამი რომ სპორტული წესრიგის კაცი იყოს, ტედი რინერი მასთან საერთოდ არაფერი იქნებოდა. დაგლიჯაააააააააააა
სტალინი
26 ნოემბერი 2022 16:11
1
ის უკნიდან მივარდან რატომ გააკეთა? არავის მოეწონება, კომენტატორებმ აღნიშნეს ძალიან ნეგატიურად. არაქართულია. სომხურია
nika
26 ნოემბერი 2022 15:06
9
ლევან მატიაშვითან გააკეთა რინერმა,მაგაზე უარესი.რინერი ვაზარს იგებდა,ლევანი უტევდა,მაგრამ ერთი წამი იყო დარჩენილი,დამთავრებამდე და რაკი მიხვდა,რომ ვეღარაფერს მოასწრებდა,ბრძოლა შეწყვიტა,ჩავლება გაუშვა,რინერს ზურგი შეაქცია და ტატამის ნაპირისაკენ გააკეთა ნაბიჯები.რინერი უკანიდან ეძგერა და სუფთაზე დააგდო,ლევანი.ბოლო წამზე,უკვე გამარჯვებულისაგან მსგავსი საქციელი,წესებით დაშვებულია,მაგრამ მორალურად სრულიად მიუღებელი და მას შემდეგ რინერისათვის კარგი აღარ მისურვებია.ჩემს თვალში მისი ფასი, კაპიკია.ამ შემთხვევაში თუშს,მისი ილეთზე დაგდება არ უცდია,უფრო სხვა რაღაცა იყო.შესაძლოა მართლაც გაუბრაზდა?თუმცა ბრძოლის შემდეგ,მეგობრულად დაშორდნენ.
სოსო
27 ნოემბერი 2022 18:03
0
რინერმა იკადრა იგივე მატიაშვილთან. ის გაუხსენა ალბათ.
გიორგი
26 ნოემბერი 2022 17:22
0
ყველა გამოხმაურება
შენ გენაცვალე თუშა ჩვენი ასეთი გახარებისთვის! შეპირებული იყავი ამ დევკაცის დამარცხებას და აასრულე კიდეც!!!ერთი ოლიმპიადაზეც დაიკიდე ოქროს მედალი და ეგაა!!!
BOSS
26 ნოემბერი 2022 15:04
0

სიახლეები პოპულარული