"შეიძლება ითქვას, რომ ამ ტრადიციას ვაგრძელებ. რაც თავი მახსოვს, სულ ვჭიდაობ, იმ პერიოდიდან, რაც ფეხი ავიდგი (ამის ამსახველი ვიდეოებიც არსებობს)“, - ამბობს კობა მჭედლიშვილი, რომელმაც ვარჯიში 5 წლის ასაკში დაიწყო. თავდაპირველად, ტანვარჯიშსა და ბატუტზე დადიოდა, რამაც მის მოქნილობაზე ძიუდოში
"8 წლის რომ ვიყავი, მშობლებმა უკვე ძიუდოზე, კლუბ "შევარდენში" მიმიყვანეს. ჩემი პირველი მასწავლებელი სპარტაკ გორგაძე იყო. რა თქმა უნდა, ვარჯიში მიფასდებოდა და ერთი მედალი ყოველთვის მეტ მოტივაციას მაძლევდა იმისთვის, რომ მეორე მედლისთვის უფრო მეტი მევარჯიშა. ეს ყველაფერი კი ძალიან მაბედნიერებდა", - გვიყვენა რესპონდენტი.
- როგორც ჩანს, მშობლების როლი ამ საქმეში დიდზე დიდია...
- მშობლების ხელშეწყობამ უდიდესი გავლენა იქონია ჩემს წარმატებაზე. გვერდში მედგნენ როგორც მატერიალურად, ისე მორალურად. მამაჩემი ყველა მნიშვნელოვან საქმეს გვერდით გადადებდა ხოლმე და შეჯიბრების დღეს ყოველთვის ჩემ გვერდით იყო.

- პირველი წარმატება რა ასაკში მოიპოვეთ და რა იყო?
- პირველი მნიშვნელოვანი ტურნირი ერევანში მქონდა. ეს იყო საერთაშორისო ტურნირი, რომელზეც პირველი ადგილი დავიკავე.
- ზოგადად, რა სპორტია ასეთი, რომ ასეთ საბრძოლო ჟინს იწვევს?
- ვფიქრობ, ჟინი ნებისმიერ სპორტშია, თუმცა ძიუდო ნამდვილად უფრო მეტია, ვიდრე სპორტი. ბრძოლის გარდა, ეს არის დისციპლინა და მეტოქის პატივი სცემა, რაც მე ძიუდოში ყველაზე მეტად მომწონს. ამის გარდა, ნამდვილად უდიდესი სიხარულია სხვა ქვეყანაში საქართველოს ჰიმნის აჟღერება.

როგორც ჩანს, ახლა ასეა საჭირო, რაკი ასეთი არჩევანი გააკეთეთ... თქვენი ყველაზე რთული ორთაბრძოლა იქნებ გაიხსენოთ?
- კარიერის მანძილზე ყველაზე რთული შეხვედრა მახსოვს მაიამიში. 2013 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, იაპონელი დავამარცხე. ეს შეხვედრა ორმაგად სანერვიულო იყო, მოგეხსენებათ, იაპონია ძიუდოს სამშობლოა და ძიუდოისტი (ჰიფუმი აბე), რომელსაც მოვუგე, დღეს ერთ-ერთი ლეგენდარული სპორტსმენია. როგორც ვიცი, მას კარიერის მანძილზე სულ 10 წაგება აქვს, ერთ-ერთი ჩემთან. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ იაპონელები ორჯერ იყვნენ სტუმრად ჩემთან და გადაიღეს დოკუმენტური ფილმი. გუნდთან ჩამოსული იყო ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი ტაკაში ონო.

აქვე გეტყვით, რომ აბე მსოფლიოს 3-გზის და მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია, ქართველი ძიუდოისტისგან მსგავსი კალიბრის ჯუდოკას დამარცხება კი, რა თქმა უნდა, ორმაგად სასიხარულოა...