წლის შემაჯამებელ ტურნირზე საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით მიემგზავრება

AutoSharing Option
20-22 დეკემბერს ისრაელში წლის შემაჯამებელი ტურნირი გაიმართება. მოგეხსენებათ, ამ შეჯიბრებაზე მონაწილეობის უფლება მხოლოდ წონის რეიტინგის პირველ 36 ძიუდოისტს აქვს.

საქართველოს ნაკრები იერუსალიმში უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს.

ლაშა გუჯეჯიანისა და სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, მონაწილეობას შემდეგი ჯუდოკები მიიღებენ:

ვაჟები:

- 60 კგ - გიორგი სარდალიშვილი, თემურ ნოზაძე

- 66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი

- 73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი

- 81 კგ - ტატო გრიგალაშვილი

- 90 კგ - ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე

- 100 კგ - ილია სულამანიძე,
ონისე სანებლიძე, ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი ბერიაშვილი

+ 100 კგ - გურამ თუშიშვილი

ქალები:

- 57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი

+78 კგ - სოფია სომხიშვილი

გასულ წელს მასტერსი კატარის დედაქალაქ დოჰაში ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა:

ოქრო: ტატო გრიგალაშვილი (-81), ვარლამ ლიპარტელიანი (-100)

ვერცხლი: ბექა ღვინიაშვილი (-90)

ბრინჯაო: ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა ბექაური (-90).

წყარო: "ჯუდოს დღიურები"

მკითხველის კომენტარები / 3 /
შედეგებით გამოჩნდება რა უძლიერესი შემადგენლობაც არის!!! დანარჩენი მერე, როცა გაირკვევა ყველა პრიზიორი!!!
!!!
08 დეკემბერი 2022 19:30
2
ერთი გამოკვეთილი ლიდერის ყოლამ დაგვღუპა 66-ში და 73-ში იგივე ხდება 81-ში, რატომ?
გიორგი
11 დეკემბერი 2022 16:38
1
რა, 36-ეულში მეტი ძიუდოისტი არ გვყავს? სწორედ აქ არ უნდა ფულს დაზოგვა.
ჟორა გაბრიჭიძე
08 დეკემბერი 2022 16:47
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული