judoinside-ის ინფორმაციით, ონო შოჰეიმ კარიერა დაასრულა და ხელს მწვრთნელობას მიჰყოფს.
2-გზის ოლიმპიური ჩემპიონის გადაწყვეტილებით, მისთვის უმჯობესია, გაიაროს ოლიმპიური კომიტეტის სამწვრთნელო კურსები, ისწავლოს ბრიტანეთში და დაეხმაროს მომავალ თაობას მისსავით წარმატებული კარიერის მოწყობაში.
მოგეხსენებათ, იაპონელმა ჯუდოკამ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ფინალში ქართველი ლაშა შავდათუაშვილი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა...
მსგავსი კალიბრის ძიუდოისტის დიდი სპორტიდან წასვლა, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია.
მოგებული ტურნირები:
ოლიმპიური თამაშები - 2016, 2020
მსოფლიო ჩემპიონატი - 2013, 2015, 2019
აზიის თამაშები - 2018
გრანდ სლემი - 2012 (ტოკიო), 2018 (დიუსელდორფი), 2018 (ოსაკა),
2019 (დიუსელდორფი), 2020 (დიუსელდორფი)
გრანდ პრი - 2015 (დიუსელდორფი), 2016 (დიუსელდორფი).
მიუხედავად ჩინებული მიღწევებისა, ონოს კარიერა ისე არ გამოვიდა, როგორსაც უწინასწარმეტყველებდნენ, მიზეზი ავადსახსენებელი გამუდმებული ტრავმიანობა გახლავთ.