მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" ტატო გრიგალაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს. ქართველ ჯუდოკებს კიმონოზე ოქროსფერი (ლაშას) და წითელი (ტატოს) არშიები აქვთ, რაც თავის მხრივ, მოქმედ ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონს განსაზღვრავს.
"ზოგი მელნით წერს, ზოგიც ფანქრით, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც სისხლით წერენ ისტორიას!" - წერს ბექაური.