ჭრიკიშვილი ბრუნდება - საქართველო ალმადაში 13 ძიუდოისტით წარდგება

AutoSharing Option
27-29 იანვარს ძიუდოში წლის პირველი შეჯიბრება პორტუგალიის ქალაქ ალმადაში გაიმართება.

თავდაპირველი ინფორმაციით, საქართველოს სახელით ჯამში 6 ძიუდოისტი უნდა გამოსულიყო, თუმცა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით, შეჯიბრებაზე 13 სპორტსმენს ვიხილავთ.

2021 წლის შემდეგ პირველად (უნგრეთში გუნდურ შეჯიბრებაზე იჭიდავა), მსოფლიოსა და ევროპის 3-გზის ჩემპიონი, 31 წლის ავთანდილ ჭრიკიშვილი, დიდ ტურნირზე იასპარეზებს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ალმადაში 78 ქვეყნის 531 ძიუდოისტია დარეგისტრირებული.

შარშან საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიაში ერთადერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (გიორგი ბერიაშვილი).

შემადგენლობა:

-60 კგ - გიორგი სარდალაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი

-66 კგ - გიორგი თუთაშვილი, იპოლიტე აქუბარდია

-73 კგ - გიორგი ჩიხელიძე, ლუკა კაპანაძე

-81 კგ - ზაურ დვალაშვილი

-90 კგ - ნიკა ხარაზიშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი

-100 კგ - ილია სულამანიძე, ერეკლე ბაზიერიშვილი

+100 კგ - საბა ინანეიშვილი, ლევან მატიაშვილი

წყარო: ჯუდოს დღიურები და SPORT NEWS
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამკვირვებია, ამ კაცმა თავმოყვერეობა რატომ დაკარგა? ან მოემზადოს ისე, რომ სავარჯიშო მეშოკს არ გავდეს ან დაამთავროს კარიერა. იმ კაცს, რომელიც ერთ წელს მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენადაც კი აღიარეს მეტი თავმოყვარეობა უნდა ჰქონდეს და ტატამიდან ღირსეულად უნდა წასულიყო. მართალია უკვე დაგვიანებულია, მაგრამ რაღაც რეპუტაციის გადარჩენა კიდევ შეიძლება.
აბო
16:33 20-01-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული