ასე მღერიან ქართველი ძიუდოისტები! ილია სულამანიძე ვიდეოს აქვეყნებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ძიუდოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ილია სულამანიძე, საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საბა ინანეიშვილთან (+100 კგ), ლაშა გუჯეჯიანთან (ნაკრების მთავარი მწვრთნელი) და მამა ბასილისთან ერთად ცნობილ ქართულ სიმღერას "შქმერის მთა გადავიარეს" მღერის.

შეგახსენებთ, ილია სულამანიძე -100 კილოგრამ წონით კატეგორიას 6446 ქულით ლიდერობს, საერთო ჩათვლაში კი მე-4 პოზიციას იკავებს.

აღსანიშნავია, რომ 1-ელ ადგილზე -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ტატო გრიგალაშვილია, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონს ამ მომენტისთვის 9046 ქულა აქვს. მეორე ადგილზეა მოლდოველი ვიერუ დენისი (7305 ქულით), მე-3 პოზიციას კი ლაშა
შავდათუაშვილი (-73 კგ, 6935 ქულა) იკავებს.


მკითხველის კომენტარები / 10 /
სანამ ვიდეოს ვნახავდი და მათ ნამღერს მოვუსმენდი,მოლოდინი მქონდა,რომ სახალისო კომენტარით გავაშაყირებდი,მაგრამ უნდა ვაღიარო,ბრავო!
კაკო
11 თებერვალი 2023 20:46
0
ძალიან სასიამოვნო და საამაყოა რომ საბრძოლო სპორტის წარმომადგენლები, თან მსოფლიოში ლიდერები, ხელოვნებაშიც ძალიან მაგრები არიან! ეს მათ ზოგად განვითარებაზე, განათლებაზე და აღზრდაზე მეტყველებს! ეს ბიჭები ხომ მსოფლიოსთვის საქართველოს წარმოადგენენ! მადლობა მათ მშობლებს!!!
Tengo
11 თებერვალი 2023 11:33
0
რანაირი ნიჭიერი ხალხი ყავს თანამედროვე ქართულ ძიუდოს მწვრთვნელიან ძიუდოისტებიანად. ილია ხო უნივერსალია
დავით
11 თებერვალი 2023 06:59
0
თქვენ გენაცვალოთ თქვენი სამშობლო!!!
შადიმან ბიწაძე
11 თებერვალი 2023 01:04
0
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.ძალიან მაგრები ხართ.
გურულო
10 თებერვალი 2023 22:13
0
სისხლის ყივილი და ქართული ტრადიცია მარად ცოცხალია!
ლაშა
10 თებერვალი 2023 17:03
0
რა კარგები არიან, წარმატებები, ბიჭებო!
!!!
10 თებერვალი 2023 16:59
0
გენაცვალეთ!
kaxeli
10 თებერვალი 2023 16:37
0
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
გია პაპა
10 თებერვალი 2023 15:47
0
ბრავო! ქართულ გენს გაუმარჯოს! ასეთი წარმატებული სპორტსმენები პროფესიონალებივით მღერიან
არჩი
10 თებერვალი 2023 15:34
0

სიახლეები პოპულარული