![](https://sportall.ge/pictures/image5/8eb73363dd2819eec621ccce98ff137b.jpg)
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ევროპის ღია პირველობაზე სამი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონები გახდნენ: კოტე კაპანაძე (-73 კგ), გიორგი ჯაბნიაშვილი (-81 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ), მესამე ადგილი კი მიხეილ ჯაფარიძემ (100 კგ) დაისაკუთრა.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძიუდოისტებმა ვაჟთა შორის არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.
წყარო: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო