კატარის დედაქალაქ დოჰაში მე-7 საჭიდაო ტატამზე მძიმეწონოსნები წარსდგნენ. სამწუხაროდ, გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) მესამე წრეში დამარცხდნენ და ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს.
ამრიგად, ქართული დელეგაციის მონაგარი კატარი 2023-ზე გახლავთ:
2 ოქროს მედალი - ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ), ლუკა მაისურაძე (-90 კგ)
1 ვერცხლის მედალი - ლაშა ბექაური (- 90 კგ)
1 ბრინჯაოს მედალი - გიორგი სარდალიშვილი (-60 კგ)
ხვალ, 14 მაისს კი უკვე გუნდური ჭიდაობა დაიწყება, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქე მონღოლეთი იქნება.