თუშიშვილი და სომხიშვილი დამარცხდნენ და მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშნენ

AutoSharing Option
კატარის დედაქალაქ დოჰაში მე-7 საჭიდაო ტატამზე მძიმეწონოსნები წარსდგნენ. სამწუხაროდ, გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) მესამე წრეში დამარცხდნენ და ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს.

ამრიგად, ქართული დელეგაციის მონაგარი კატარი 2023-ზე გახლავთ:

2 ოქროს მედალი - ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ), ლუკა მაისურაძე (-90 კგ)

1 ვერცხლის მედალი - ლაშა ბექაური (- 90 კგ)

1 ბრინჯაოს მედალი - გიორგი სარდალიშვილი (-60 კგ)

ხვალ, 14 მაისს კი უკვე გუნდური ჭიდაობა დაიწყება, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქე მონღოლეთი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ძალიან დაიჩაგრა ზაალიშვილი, ლიპო და თუში აშკარად ვეღარ არიან მაღალ დონეზე და ეკუთვნოდა შანსი ზაალიშვილს,იგებს ბიჭი ბრძოლებს და იმსახურებს შანსს.
საქართველო
19:30 13-05-2023
1
თუშიშვილს კარგა ხანია შედეგი არ დაუდევს და ნაკრებში პირველ ნომრადაა, ანუ მას არავინ აგრძნობინებს, რომ მისი შეცვლა პრობლემა არაა. ადრეც ვწერდი და ახლაც ამ აზზრზე ვარ, მძიმე ან უნდა გაორებულიყო ან ზაალიშვილი უნდა დაეყენებინათ.
ჟორა გაბრიჭიძე
17:48 13-05-2023
0

სიახლეები პოპულარული