კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრები მესამე ადგილისთვის გერმანიას დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა
მოიგეს - ლაშა შავდათუაშვილმა, ლაშა ბექაურმა, გურამ თუშიშვილი, ეთერ ლიპარტელიანმა
წააგეს - ეთერ ასკილაშვილმა, სოფიო სომხიშვილი
შეგახსენებთ, ქართველმა ძიუდოისტებმა მონღოლები 4:2, ბრაზილიელები 4:3 დაამარცხეს, შემდეგ იაპონიასთან 1:4 დამარცხდნენ, რეპეშაჟში კი უზბეკებს 4:2 სძლიეს და ფინალურ ბლოკში გავიდნენ.
ფოტო: ჯუდოს დღიურები/Judo Diaries
ახლა რაც შეეხება იაპონიასთან მარცხს. ჩემი აზრით, სამწვრთნელო შტაბი (ფედერაციის ხელმძღვანელთა გარეშე ეს არ იქნებოდა) აშკარად შეცდა, როდესაც იაპონიასთან კაპანაძე დააყენა შავდათუაშვილის ნაცვლად და დაღლილი მაისურაძის ნაცვლად ბექაური არ გამოიყვანა. ეტყობა კაპანაძეს, აშკარად პერსპექტიული ბიჭია, მაგრამ იაპონიასთან შეიძლება ექსპერიმენტების ჩატარება? რაც შეეხება მაისურაძეს კაცმა თავდაუზოგავად იომა, დაიღალა, ხომ შეიძლებოდა ბექაურით ჩაენაცვლებიათ, რომელიც დარწმუნებული ვარ უეჭველად მოიგებდა. არ ვარ დარწმუნებული, რომ შავდათუაშვილი უეჭველად მოიგებდა, მაგრამ ლაშამ ყველა დაარწმუნა, რომ ღირსეული ჩემპიონია და ყველასთან შეუძლია სიურპრიზი შემოგვთავაზოს. ასე რომ კაცებში შანში გვქონდა სამივეს გამარჯვების და თუ ლოტოტრონშიც გაგვიმართლებდა, იაპონურ ბარიერსაც გავივლიდით. იგივე პერსპექტივა გველოდა ფინალშიც.
ეტყობა სამწვრთნელო შტაბს ან ვინც გადაწყვეტილება მიიღო ეს არ ეიმედებოდა ჩვენი გუნდისაგან და ამიტომ წავიდნენ წინასწარ კაპიტულაციაზე იაპონიასთან. არ ვიცი სხვა რა ვიფიქრო? ძიუდოს ფედერაციის და სამწვრთნელო შტაბის მუშაობამ აშკარად დადებითი შედეგი გამოიღო და მადლობა მათ ამისათვის, მაგრამ აქ ასევე გასათვალისწინებელია ლიპოს და მისი ძმების ღირსეული წინააღმდეგობა, რომლებმაც არ მისცეს ძიუდოს ფედერაციაში სხვადასხვა უმსგავსოების გავრცელების საშუალება და რის ხარჯზეც ძიუდოს ფედერაცია ღირსეულად და წარმატებით წარმოჩინდება.
წარმატებები ყველას საქართველოს გახარებისათვის!